ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენდა ვეჩე, რომელიც ბოიართა რიგებიდან ირჩევდა მმართველ პირებს („პოსადნიკი“, „ტისიაცკი“) და არქიეპისკოპოსსაც კი (1156 წლამდემდე). დიდი უფლებებით სარგებლობდა არქიეპისკოპოსი, რომელიც განაგებდა ხაზინას, საგარეო საქმეებს, სამართალს და სხვა საკითხებს. პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ ვაჭარ-ხელოსნებიც, რომელიც თავისი გაერთიანებები ჰქონდათ. ვეჩე იწვევდა მთავარსაც (მეტწილად ვლადიმირის სამთავროდან), რომელსაც სარდლის მოვალეობა ეკისრებოდა, მაგრამ ომის დაწყებისა და ზავის დადების უფლება მას არ ჰქონდა.