ნიკოლო ტომაზეო (იტალ. Niccolò Tommaseo; დ. 9 ოქტომბერი, 1802, შიბენიკი, დალმაცია — გ. 1 მაისი, 1874, ფლორენცია) — იტალიელი ლინგვისტი, ჟურნალისტი, ესეისტი, მწერალი, ფილოლოგი. ჰქონდა მრავალი პოეტური კრებული: აღსარებები (1836), პოეტური მოგონებები (1838), ნაპერწკლები (1841) და სხვ. მისი ნაწარმოებებისათვის ნიშანდობლივია პატრიოტიზმი, რელიგიური მოტივები, მორალური სრულყოფის იდეები. ეს ნიშნები ახასიათებს მის რომანებსაც: ათენის ჰერცოგი (1837) და სილამაზე და რწმენა (1840). მასვე ეკუთვნის აგრეთვე ფილოლოგიური ნაშრომები, ლექსიკონები და სხვ.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო