ძველი მუსიკალური გიმნაზია (ბულგ. Стара музикална гимназия) — მიტოვებული შენობა რუსეში, ისტორიული და კულტურული ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც პასტორ ვანგემანის ობოლთა თავშესაფარი.
გიმნაზია მდებარეობს ბორისოვის 33-ში. მისი მფლობელები აპირებენ გადააქციონ ის პირველ კერძო მუზეუმად ბულგარეთში.
შენობა 1900-1901 წლებში ბულგარეთში პროტესტანტულმა საზოგადოებამ ააშენა, გეგმაში იყო მისი გამოყენება გერმანულ პროტესტანტურ სკოლად, ბავშვთა სახლად და საბავშვო ბაღად. 4 სართულიანი კულტურული ძეგლის დიზაინი არქიტექტორ უდო რიბაუს ეკუთვნის, ხოლო არქიტექტურული სტილი ეკლექტიკურია, რომელიც აერთიანებს ნეოკლასიკური და ნეოგოთური სტილის ელემენტებს.
გერმანული სკოლა საზეიმოდ გაიხსნა 1905 წლის 5 ოქტომბერს, გადაკეთდა ბიზნესის საშუალო სკოლად 1909 წელს. პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წლის 28 სექტემბერს, სკოლა ჩამოართვეს ბულგარეთის ხელისუფლებას, რადგან ის გერმანიის საკუთრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დაზიანდა რუმინული საარტილერიო ცეცხლის შედეგად, მას ომის შემდეგ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გამოიყენებოდა როგორც ფრანგ მამაკაცთა საშუალო სკოლა. შემდეგ განთავსდა სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი (ახლანდელი რუსეს უნივერსიტეტი) და ბოლოს მუსიკალური საშუალო სკოლა. კულტურის ძეგლად გამოცხადდა 1973 წელს.[1]
შენობა მიატოვეს 1986 წლის სტრაჟიცას მიწისძვრის შედეგად დაზიანებული. 2007 წლის აპრილში შეიძინეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, ძმებმა ბობოკოვებმა, რომლებიც აპირებდნენ მის მუზეუმად გამოყენებას თავიანთი კერძო კოლექციისთვის.[2]
|access-date=
|date=