მ. ვ. კელდიშის სახელობის ოქროს მედალი ენიჭება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ (1991 წლამდე სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მიერ) 1980 წლიდან გამოყენებითი მათემატიკისა და მექანიკის სფეროში გამოჩენილი მუშაობისთვის. იგი ატარებს რუსი მეცნიერის მსტილავ ვსევოლოდის ძე კელდიშის სახელს.
მედალი დაწესდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წინადადებით სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1978 წლის 17 ივლისის No691 ბრძანებულებით „აკადემიკოს მ. ვ. კელდიშის ხსოვნის უკვდავსაყოფად და მისი ოჯახის უზრუნველსაყოფად“. 1996 წლამდე მედალი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გაიცემოდა[1]. 1996 წლიდან მედალი გაიცემა ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.
2021 წლის დასაწყისისთვის მედლით დაჯილდოებულნი არიან შემდეგი მეცნიერები: