მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002: ჯგუფი A — მუნდიალი 2002-ის ერთ ერთი ჯგუფი. მასში გამოდიოდა მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები, რომელმაც წააგო ორი მატჩი, ფრედ ითამაშა ერთი, ვერ შეძლო ერთი გოლის გატანაც და დაასრულა ტურნირი ჯგუფში მეოთხე ადგილზე. ჯგუფიდან კვალიფიკაცია გაიარეს დანიისა და ტურნირის დებიუტანტი სენეგალის ნაკრებებმა.
საფრანგეთმა მოულოდნელად წააგო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი სენეგლათან, 0-1. შემდეგ ითამაშა უგოლო ფრე ურუგვაისთან, სადაც ფრანგო თავდამსხმელი ტიერი ანრი გააძევეს მოედნიდან. ბოლო მატჩის წინ საფრანგეთს ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ჰქონდა, მაგრამ წააგო დანიასთან 0-2. სენეგალმა ფრედ ითამაშა მეორე და მესამე მატჩები და 5 ქულით გავიდა მეორე ადგილზე. დანიამ დაიწყო ურუგვაისთან გამარჯვებით, შემდეგ ფრედ ითამაშა სენეგალთან და ფრანგებთან მატჩში ფრეც აძლევდა ხელს.
საუკეთესო მოთამაშე: ელ ჰაჯი დიუფი (სენეგალი)
თანამსაჯები: ალი ალ ტრაიფი (საუდის არაბეთი) ხორხე რატალინიო (არგენტინა) მეოთხე მსაჯი: ფელიპე რამოსი (მექსიკა)
საუკეთესო მოთამაშე: იონ დალ ტომასონი (დანია)
თანამსაჯები: ავნი ჰასუნეჰი (იორდანია) დრამან დანტე (მალი) მეოთხე მსაჯი: ბაირონ მორენო (ეკვადორი)
საუკეთესო მოთამაშე: ხალილუ ფადიგა (სენეგალი)
თანამსაჯები: ფერენც შეკელი (უნგრეთი) ვისვა კრიშნანი (სინგაპური) მეოთხე მსაჯი: კიმ იუნგ-სო (სამხრეთ კორეა)
საუკეთესო მოთამაშე: ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი)
თანამსაჯები: ვლადიმირ ფერნანდესი (ელ სალვადორი) კერტის ჩარლზი (ნიდერლანდების ანტილია) მეოთხე მსაჯი: ურს მეიერი (შვეიცარია)
საუკეთესო მოთამაშე: ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი)
თანამსაჯები: კარლოს მატოსი (პორტუგალია) ელის დორირი (ვანუატუ) მეოთხე მსაჯი: ლუბოშ მიხელი (სლოვაკეთი)
საუკეთესო მოთამაშე პაპა ბუბა დიოპი (სენეგალი)
თანამსაჯები: იაპ პოლი (ნიდერლანდები) ფერენც შეკელი (უნგრეთი) მეოთხე მსაჯი: კიროს ვასარასი (საბერძნეთი)