მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურა

განძასარის მონასტერი (1216-1238)

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურა (სომხ. Արցախի մշակույթ) მოიცავს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ნიმუშებს, რომლებიც დაკავშირებულია არცახისა და მთიანი ყარაბაღის ისტორიასთან. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კულტურის ნიმუშებს შორისაა რელიგიური ძეგლები, არქიტექტურული ნიმუშები, მემორიალური და თავდაცვითი ძეგლები, ლაპიდარული წარწერები, მანუსკრიპტები, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები და სხვ.

მიმოხილვა[1]

XIII საუკუნით დათარიღებული ხაჩქარი

მთიანი ყარაბაღი და მისი მომიჯნავე ტერიტორიები ისტორიულად არცახს მიეკუთვნება და სომხური არქიტექტურის ღია ცისქვეშა საანძურადაც მოიხსენიებენ.[2][3] მთლიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რამდენიმე ათასი არქიტექტურული არტეფაქტი და ისტორიული ძეგლია: რელიგიური ძეგლები, სამოქალაქო არქიტექტურის ნიმუშები, ანტიკური ციხესიმაგრეები და ხაჩქარები.[4]

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელოვნება და არქიტექტურა საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა.[5] შუა საუკუნეების არცახის ეკლესიასტიკური არქიტექტურა ძირითადად ტაძრებს, კათედრალებსა და სამლოცველოებს მოიცავდა. ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის მანუსკრიპტები, ხაჩქარები და ნახატები ძირითადად არცახის მცხოვრებთა რელიგიურ ცხოვრებას, განსაკუთრებით კი სომხური სამოციქულო ეკლესიის ბუნებას ასახავს.[6][7]

წინაქრისტიანული ეპოქის ისტორიული ძეგლები

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის უძველესი ძეგლები წინაქრისტიანული ხანით თარიღდება, როდესაც რელიგიის ყველაზე გავრცელებული ფორმა პოლითეიზმი იყო.[8] ამ პერიოდის ყველაზე ღირსშესანიშნავი ძეგლები ხაჩენისა და ჯრაბერდის აღმოსავლეთ დაბლობებზე აღმოჩენილი დიდი ანთროპომორფული ქვებია, რომლებიც რკინის ხანით თარიღდება.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით საჰმანაქერებია აღმოჩენილი.[9][10] ისინი არტაშესიანთა დინასტიის (ძვ.წ. 190 წ. - ა. წ. 53 წ.) მმართველობის დროს შეიქმნა, რომლებიც წარწერებიან ქვებს მოგზაურთათვის სამეფო საზღვრის საჩვენებლად იყენებდნენ. არცახის ტერიტორიაზე საზღვრების საჰმანაქერებით მონიშვნის ტრადიცია შუა საუკუნეებამდე გაგრძელდა. შუა საუკუნეების ყველაზე დიდი საჰმანაქერი ქალაქ მათაღისის მახლობლადაა აღმოჩენილი, მარდაკერტის რაიონში.[8][11]

მონასტრები, ტაძრები და სამლოცველოები

სომხური წარწერა განძასარის მონასტრის კედელზე

ადრეულ შუა საუკუნეებში არცახი და მისი მოსაზღვრე პროვინციები, რომლებიც სომხეთის აღმოსავლეთ პრეფექტურის სახელით იყო ცნობილი, სომეხთა გამოჩენილი რელიგიური ლიდერების მისიონერული მოღვაწეობის არეალად იქცა.[11] რელიგიურ ლიდერებს შორის იყო გრიგოლ განმანათლებელიც, რომელმაც 201 წელს სომხეთი გააქრისტიანა და მესროპ მაშტოცი, რომელმაც სომხური დამწერლობა შექმნა.[12]

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უძველესი პერიოდის არაერთი ქრისტიანული ტაძარი და სამლოცველო მდებარეობს. მოვსეს ხორენაცის თქმით, ამარასის მონასტერი IV საუკუნეში დააარსა გრიგოლ I-მა.[13] ამარასის მონასტერი სომხეთის სამოციქულო ეკლესიას მიეკუთვნება და დღემდე ფუნქციონირებს.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ციცერნავანქის მონასტერი, რომლის წმ. გევორქის ბაზილიკა არა მხოლოდ მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლია, არამედ სამნავიანი სომხური ბაზილიკების ყველაზე კარგად შემონახული მაგალითიცაა.[14] ბაზილიკა V-VI საუკუნეებით თარიღდება.[15] ძველად მონასტერი ტათევის ეპარქიას მიეკუთვნებოდა და XIII საუკუნის ისტორიკოსი, სტეფანოს ორბელიანი და XVII საუკუნი ეპისკოპოსი, თოვმა ვანადეცი მას მნიშვნელოვან რელიგიურ ცენტრად მოიხსენიებენ.[16]

სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლები

ციცერნავანქის მონასტერი

XVII-XVIII საუკუნეებიდან რეგიონში სომეხი მელიქების სასახლეების მშენებლობა დაიწყეს, მათ შორის იყო მელიქ ბეგლარიანის სასახლე გიულისტანში, მელიქ ავანიანის სასახლე თოღში, მელიქ მნაძაკანიანის სასახლე, მელიქ ჰაიკაზიანის სასახლე, მელიქ დოლუხანიანის სასახლე, ყარაბაღის ხანის სასახლე ქალაქ შუშაში და სხვ.[17]

შუა საუკუნეების არცახში მოსასვენებელ ობიექტებს სომხურად სომხ. իջևանատուն ეწოდებოდა და სამოქალაქო შენობების ცალკე კატეგორიას წარმოადგენდა. ყველაზე კარგად შემონახული ნაგებობა ქალაქ ჰანდუტის მახლობლად მდებარეობს.[18]

XIX საუკუნეში შუშა კავკასიის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი გახდა. ქალაქის არქიტექტურა სოფლის ხუროთმოძღვრებისა და ევროპული არქიტექტურის ნეო-კლასიკურ ელემენტებს შეიცავდა. შუშის ადმინისტრაციულ შენობებს შორის გამორჩეული იყო: სამეფო კოლეჯი (1875), ეპარქიის კოლეჯი (1838), ტექნიკური სკოლა (1881), მერიის ზაფხულისა (1886 და ზამთრის 1901 კლუბები, ჟამჰარიანის საავადმყოფო (1900), ხანდამირიანის თეატრი (1891), ქალთა კოლეჯი (1864) და მარიან ღუკასიანის თავადაზნაურთა უმაღლესი სკოლა. ამ შენობათაგან 1920 წელს ქალაქში თუქ-მუსლიმთა შემოტევას მხოლოდ სამეფო კოლეჯი და ჟამჰარიანის საავადმყოფო გადაურჩა.[19]სოფლის სამოქალაქო არქიტექტურის ყველაზე კარგად შემონახული ნიმუშები ბანანცის, გათეშანის, ჰარდუტისა და თოღის ტერიტორიაზე მდებარეობს.[20]

ბიბლიოგრაფია

  • Armenia: 1700 years of Christian Architecture. Moughni Publishers, Yerevan, 2001
  • Tom Masters and Richard Plunkett. Georgia, Armenia & Azerbaijan, Lonely Planet Publications; 2 edition (July 2004)
  • Nicholas Holding. Armenia with Nagorno Karabagh, Bradt Travel Guides; Second edition (October, 2006)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. This article uses materials produced by nkrusa.org; NKR Office in the USA releases the rights to use the content of the original article found here [1] for any user of Wikipedia. For all inquires please contact: NKR Office in the USA 1140 19th Street, NW, Suite 600 Washington, DC 20036 phone: (202) 223-4330 e-mail: info@nkrusa.org www.nkrusa.org
  2. A. L. Yakobson. From the History of Medieval Armenian Architecture: the Monastery of Gandzasar. In: "Studies in the History of Culture of the Peoples in the East." Moscow-Leningrad. 1960. pp. 140-158 [in Russian].
  3. Jean-Michel Thierry. Eglises et Couvents du Karabagh, Antelais: Lebanon, 1991, p. 4-6
  4. Jean-Michel Thierry. Eglises et Couvents du Karabagh, Antelais: Lebanon, 1991. p. 4
  5. Jean-Michel Thierry. Eglises et Couvents du Karabagh, Antelais: Lebanon, 1991. p. 4
  6. Rev. Hamazasp Voskian. The Monasteries of Artsakh, Vienna, 1953, chapter 1
  7. Volume 17: Gandzasar. Documents of Armenian Art Series. Polytechnique and the Armenian Academy of Sciences, Milan, OEMME Edizioni; 1987, ISBN 978-88-85822-25-2
  8. 8.0 8.1 Jean-Michel Thierry. Eglises et Couvents du Karabagh, Antelais: Lebanon, 1991, p. 11
  9. Murad Hasratian. Early Modern Christian Architecture of Armenia. Moscow, Incombook, 2000, p. 5
  10. Paul Bedoukian. Coinage of the Artaxiads of Armenia, London, 1978, p. 2-14
  11. 11.0 11.1 Walker, Christopher J: "The Armenian presence in mountainous Karabakh," in Transcaucasian Boundaries, John F Wright, Suzanne Goldenberg, Rochard Schofield (eds), (New York, St Martin's Press, 1996), 89-112
  12. Movses Dasxuranci (1961). The History of the Caucasian Albanians (translated by C. F. J. Dowsett). London: (London Oriental Series, Vol. 8).
  13. |History of Armenians by Movses Khorenatsi. Translated from Old Armenian by R. W. Thomson, English translation, 1978 (Harvard, ISBN 978-0-674-39571-8)
  14. Volume 21.: Tzitzernavank. Documents of Armenian Art/Documenti di Architettura Armena Series. Polytechnique and the Armenian Academy of Sciences, Milan, OEMME Edizioni; 1989
  15. Cuneo, P. 'La basilique de Tsitsernavank (Cicernavank) dans le Karabagh,' Revue des Etudes Armeniennes
  16. Samvel Karapetian. Armenian Cultural Monuments in the Region of Karabakh, Yerevan: Gitutiun Publishing House, 2001, chapter: Tzitzernavank
  17. Boris Baratov. Paradise Laid Waste: A Journey to Karabakh, Lingvist Publishers, Moscow, 1998, p. 79-83
  18. Raffi Kojian, Brady Kiesling. Rediscovering Armenia Guidebook. CD-Rom. HAY-013158. Chapter: Hadrut-Fizuli
  19. Shahen Mkrtchian. Treasures of Artsakh, Yerevan: Tigran Mets Publishing House, 2002. pp. 3-6
  20. Samvel Karapetian. Northern Artsakh. Yerevan: Gitutiun Publishing House, 2004

Read other articles:

Zobacz też: inne znaczenia wyrazu „metryka”. Metryka ślubu zawartego w roku 1907 w Warszawie. Metryka – potoczna nazwa szczególnego rodzaju dokumentu urzędowego będącego odpisem (wyciągiem) aktu stanu cywilnego, tj. akt urodzenia, akt zgonu lub akt małżeństwa. To także nazwa dla odpisu dokonywanego z wyznaniowej księgi metrykalnej, np. metryka chrztu. Odpisy akt stanu cywilnego z USC Odpisy akt stanu cywilnego wydawane są w Polsce przez urzędy stanu cywilnego, do którego ...

 

Antiplatelet medication Not to be confused with Clopidol. ClopidogrelClinical dataPronunciation/kləˈpɪdəɡrɛl, kloʊ-/[1] Trade namesPlavix, Iscover, others[2]AHFS/Drugs.comMonographMedlinePlusa601040License data EU EMA: by INN US DailyMed: Clopidogrel US FDA: Clopidogrel Pregnancycategory AU: B1[3] Routes ofadministrationBy mouthATC codeB01AC04 (WHO) Legal statusLegal status AU: S4 (Prescription only) UK:...

 

Механізм роботи натрій-калієвого насосу Натрій-калієвий насос (натрій-калієва помпа, Na+/K+-АТФаза) — фермент із групи транспортних аденозинтрифосфатаз, яка відповідає за перенос іонів Na+ та K+ через клітинну мембрану. Є Mg2+, Na+, K+-залежним, але Са2+-незалежним транспортним бі

This article is about the radio station in Baltimore, Maryland. For the former WJZ (AM) in New York City, see WABC (AM). This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: WJZ AM – news · newspapers · books · scholar · JSTOR (January 2009) (Learn how and when to remove this template message) Radio station ...

 

Folco LulliFolco Lulli pada 1954Lahir(1912-07-03)3 Juli 1912Firenze, ItaliaMeninggal23 Mei 1970(1970-05-23) (umur 57)Roma, ItaliaPekerjaanPemeranTahun aktif1946–1970 Folco Lulli (3 Juli 1912 – 23 Mei 1970) adalah seorang partisan[1] dan pemeran film Italia. Ia tampil dalam 104 film antara 1946 dan 1970. Ia adalah saudara dari pemeran Piero Lulli.[2] Filmografi pilihan How I Lost the War (1947) The White Primrose (1947) Flesh Will Surrender (1947) Tr...

 

大衛·帕斯奎西David Pasquesi2013年4月,大衛·帕斯奎西在芝加哥iO劇團(英语:iO Theater)的一場演出後在舞台上出生 (1960-12-22) 1960年12月22日(62歲) 美國伊利諾州芝加哥国籍 美國职业演員、喜劇演員活跃时期1983年-至今 大衛·帕斯奎西(英語:David Pasquesi,1960年12月22日—)是一名美國男演員和喜劇演員。他的影視作品包括《今天暫時停止》、《帶糖的陌生人(英语:S...

Bimbingan sosial adalah salah satu bentuk pendampingan kepada Komunitas Adat Terpencil yang dilakukan oleh Kementerian Sosial RI. Komunitas Adat Terpencil atau yang biasanya KAT adalah sekumpulan orang dalam jumlah tertentu yang terikat oleh kesatuan geografis,ekonomi dan/atau sosial budaya dan miskin, terpencil dan/atau rantan sosial ekonomi.[1] Menurut Adimiharja komunitas adat terpencil sebagai bagian dari masyarakat Indonesia adalah kelompok masyarakat yang terisolasi baik secara ...

 

1961 compilation album by Connie FrancisMore Greatest HitsCompilation album by Connie FrancisReleasedMay 1961RecordedAugust 28, 1959October 14, 1959January 25, 1960January 27, 1960April 7, 1960July 6, 1960July 25, 1960September 9, 1960October 18, 1960December 27, 1960GenrePopLabelMGM RecordsE-3942 (mono)/SE-3942 (stereo)ProducerRay Ellis, Norman Newell, Arnold MaxinConnie Francis chronology Connie Francis at The Copacabana(1961) More Greatest Hits(1961) Connie Francis sings Never on S...

 

У этого термина существуют и другие значения, см. Долгоруково. СелоДолгоруково Герб 52°18′32″ с. ш. 38°20′18″ в. д.HGЯO Страна  Россия Субъект Федерации Липецкая область Муниципальный район Долгоруковский Сельское поселение Долгоруковское История и география Пе...

Esta página cita fontes, mas que não cobrem todo o conteúdo. Ajude a inserir referências. Conteúdo não verificável pode ser removido.—Encontre fontes: ABW  • CAPES  • Google (N • L • A) (Janeiro de 2020) Exterminador Informações gerais Primeira aparição New Teen Titans (vol. 1) #2 (Dezembro de 1980) Criado por Marv WolfmanGeorge Pérez Editora DC Comics Características físicas Espécie Metahumano Família e relaciona...

 

2000 television film by Ron Lagomarsino Running MatesDVD coverGenreComedyDramaWritten byClaudia SalterDirected byRon LagomarsinoStarringTom SelleckLaura LinneyNancy TravisTeri HatcherFaye DunawayBob GuntonBruce McGillRachel WilsonMusic byJohn DebneyCountry of originUnited StatesOriginal languageEnglishProductionExecutive producersGerald RafshoonAlbert S. RuddyBob DeBrino (co-executive producer)ProducersAndrew GottliebSusan Black (co-producer)CinematographyAlan CasoEditorPietro CecchiniRunning...

 

Danish-French actress (1940–2019) Not to be confused with Anna Karenina. For the Jackie DeShannon song, see Anna Karina (song). Anna KarinaKarina in 1977BornHanne Karin Blarke Bayer(1940-09-22)22 September 1940Frederiksberg, DenmarkDied14 December 2019(2019-12-14) (aged 79)Paris, FranceResting placePère Lachaise CemeteryOccupation(s)Actress, film director, writer, singer, modelYears active1959–2019Spouses Jean-Luc Godard ​ ​(m. 1961; div. 1...

Pakistani Sitcom Season of television series BulbulaySeason 2Official release poster featuring left to right: Hina Dilpazeer (Mumtaz/Momo), Nabeel (Nabeel), Mehmood Aslam (Mehmood Sahab), and Ayesha Omar (Khoobsurat)StarringNabeelAyesha OmarMehmood AslamHina DilpazeerAshraf KhanShagufta EjazCountry of originPakistanNo. of episodes230ReleaseOriginal release4 June 2019 (2019-06-04) –9 December 2023 (2023-12-09) Bulbulay 2 is a 2019 Pakistani Sitcom which is about an unconventio...

 

Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Desember 2022. Artikel ini sebatang kara, artinya tidak ada artikel lain yang memiliki pranala balik ke halaman ini.Bantulah menambah pranala ke artikel ini dari artikel yang berhubungan atau coba peralatan pencari pranala.Tag ini diberikan pada Oktober 2022. Cagar ...

 

American actor Stephen CollettiStephen Colletti at the 2012 Comic-ConBorn (1986-02-07) February 7, 1986 (age 37)[1]Newport Beach, California, U.S.OccupationsActortelevision personalityYears active2004–presentPartner(s)Alex Weaver (2022–present; engaged) Stephen Colletti (born February 7, 1986) is an American actor and television personality. He portrayed Chase Adams on The CW drama series One Tree Hill[2][3][4] and appeared for two seasons on the ...

Парламентские выборы в Нидерландах2006 2012ИнформацияДата 9 июня 2010 Парламентские выборы в Нидерландах 2010 года прошли 9 июня. Выборы были назначены после распада 20 февраля 2010 года правящей коалиции во главе с Яном Петером Балкененде. По пропорциональной избирательной систе...

 

Rompi tradisional, yang dipadankan dengan setelan dua potong atau jas dan celana panjang terpisah Rompi adalah baju luaran tanpa lengan yang biasanya dikenakan di luar kemeja dan dasi dan di balik mantel dan umumnya menjadi bagian dari busana formal pria. Rompi formal digunakan sebagai bagian dari setelan jas tiga potong (three-piece suit).[1] Rompi ada yang berwujud sederhana dan ada juga yang berornamen, serta dapat digunakan dalam situasi bersantai atau mewah.[2] Dalam seja...

 

This article uses bare URLs, which are uninformative and vulnerable to link rot. Please consider converting them to full citations to ensure the article remains verifiable and maintains a consistent citation style. Several templates and tools are available to assist in formatting, such as reFill (documentation) and Citation bot (documentation). (August 2022) (Learn how and when to remove this template message) This article needs additional citations for verification. Please help improve this ...

Hydrogen that is produced biologically Microbial hydrogen production. Biohydrogen is H2 that is produced biologically.[1] Interest is high in this technology because H2 is a clean fuel and can be readily produced from certain kinds of biomass,[2] including biological waste.[3] Furthermore some photosynthetic microorganisms are capable to produce H2 directly from water splitting using light as energy source.[4][5] Besides the promising possibilities of b...

 

Railway station in Lhasa, Tibet, China 29°38′38″N 90°58′00″E / 29.64389°N 90.96667°E / 29.64389; 90.96667 Lhasa West railway station (simplified Chinese: 拉萨西站; traditional Chinese: 拉薩西站; pinyin: lā sà xī zhàn) is a railway station in Lhasa, Tibet Autonomous Region, People's Republic of China. Schedules This station is a cargo station, no passenger trains stop at here as of July 2006. See also List of stations on Qingzang rail...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!