მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეკონომიკა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მდებარეობა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეკონომიკა მცირე, მაგრამ სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. ყარაბაღის ომის შემდეგ ეკონომიკა სწრაფად და სტაბილურად ვითარდება. 1999 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 59 მილიონ დოლარს შეადგენდა.[1] 2005 მთლიანი ყარაბაღის რესპბულიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 114 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2001 წლის მაჩვენებელზე ორჯერ მეტი იყო.[2] 2009 წელს რესპუბლიკის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 260 მილიონ დოლარს გაუტოლდა, ხოლო 2010 წელს ეს მაჩვენებელი 320 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სტატისტიკის ბიუროს გამოთვლით, მთლიანი შიდა პროდუქტი ამჟამინდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით 2001-2007 წლებში 116%-ით გაიზარდა. სამომხმარებლო ფასის ინდექსი ამ პერიოდში მხოლოდ 34%-ით გაიზარდა, რაც ექვსი წლის განმავლობაში ეკონომიკის 60%-იან ზრდაზე მიუთითებს. 2007 წლისთვის მთიანი ყარაბაღის რესპბულიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 16% სოფლის მეურნეობის სექტორზე, 15% მრეწველობის დარგზე, 9% - მშენებლობის სფეროზე, ხოლო 57% მომსახურეობის სექტორზე მოდიოდა. მთლიანი შიდა პროდუქტის სოფლის მეურნეობის მაჩვენებელი 2002 წელს 33% იყო და 5 წელიწაში 16%-მდე დავიდა, ხოლო მრეწველობისა და მომსახურების სფეროების პროცენტული წილი გაიზარდა.

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ცნობილია თუთის არაყით (სომხ. tuti oghi). არაყს ასქერანის რეგიონში Artsakh-Alco ბრენდი აწარმოებს და საექსპორტოდაც გააქვს.[3][4]

ენერგია

მთიანი ყარბააღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოდში მანდაკერტის მახლობლად აგებული ერთი ჰიდროელექტროსადგური ფუნქციონირებს. 2011 წელს მთავრობამ რამდნეიმე პატარა ჰიდროელექტროსადგურის აშენება გადაწყვიტა, რისთვისაც 70-80 მილიონი აშშ დოალრი გამოყო. 2001 წლისთვის მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა ენერგიის 60%-ს სომხეთისდან იღებდა.[1]

გზების მშენებლობა და ინფრასტრუქტურა

მთლიანი ყარბააღის რესპუბლიკის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა 15 მილიონი დოლარის ღირებულების გორის-ხანქენდის გზა, რომელიც ომის დასრულებისთანავე აშენდა სომხური დიასპორის მხარდაჭრით. აღნიშნული გზა რესპუბლიკის უმთავრესი გზაა და რეგიონს სომხეთთან და მსოფლიოს სხვა ნაწილებთან აკავშირებს.[1]

ამჟამად 25 მილიონი დოლარის ღირებულების 168 კმ-ის სიგრძის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მარდაკერტის პროვინციას ხანქენდთან და მართუნის პროვინციასთან დააკავშირებს.[1]

უკანასკნელ წლებში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლიბანური წარმოშობის სატელეფონო კომპანია „Karabakh Telecom“ დაფუძნდა. 2008 წლიდან საკომუნიკაციო მომსახურებიდან მიღებული მოგება 12.8%-ით გაიზარდა.[1]

საბანკო სფერო

Artsakhbank-ის ერთ-ერთი ფილიალის შენობა

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს Artsakhbank, რომელსაც ფილიალები ხანქენდსა და რესპუბლიკის სხვა ქალაქებში აქვს/ ბანკში 243 ადამიანია დასაქმებული. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე წამყვანი სომხური ბანკიც.[5][6][7][8]

საბანკო სექტორი სწრაფად ვითარდება. 2010 წლის 1 სექტემბერს დეპოზიტების მოცულობამ იმავე წლის 1 იანვრის მონაცემბთან შედარებით 33,1%-იანი ზრდა აჩვენა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრეტიდების მოცულობა 28.3%-ით გაიზარდა.[9]

სამთომოპოვებითი სფერო

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა მდიდარია ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ლითონებით, როგორიცაა ოქრო, სპილენძი და სხვა ბუნებრივი რესურსები. სპილენძისა და ოქროს მოპოვება 2002 წლიდან აქტიურად დაიწყეს. სამთომოპოვება მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი გადასახადების გადამხდელი სექტორია და მასში 1200 ადამიანია დასაქმებული, რომელთა 65% ადგილობრივი მოქალაქეა.[10][11][12] [13] [14]

ფინანსური მხარდაჭერა

2010 წელს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ აშშ-სგან 8 მლნ აშშ დოლარის, ხოლო სომხეთისგან 30 მლნ აშშ დოლარის ფინანსური დახმარება მიიღო. სომხური დიასპორა რეგიონს ფინანსურად მხარს უჭერს სხვადასხვა ორგანიზაციის, როგორიცაა „სომხური ფონდი“, მელქონიანის ფონდი, მთიანი ყარაბაღის ინვესტირების ფონდი და ა.შ. მეშვეობით, ასევე პირდაპირი მიკრო-მხარდაჭერის სქემებით.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Karabakh hopes for recognition — from investors დაარქივებული 2011-06-13 საიტზე Wayback Machine. 2000-10-07
  2. Nagorno-Karabakh: ‘There is no going back for us’ დაარქივებული 2020-07-28 საიტზე Wayback Machine. , by Thomas Cromwell on DiplomaticTraffic.com
  3. Artsakh mulberry vodka
  4. Artsakh-Alco Brandy Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-25. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  5. Our History. Artsakhbank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  6. Head Office/Branches/ATMs. Artsakhbank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-15. ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  7. Branch Network. Ardshininvestbank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-23. ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  8. Branches. Araratbank. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-08. ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  9. Mediamax (2010-09-07). „Volumes of credits and deposits increased in NKR“. Banks.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-04. ციტირების თარიღი: 2010-12-18.
  10. Base Metals LLC - History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  11. Statistical Yearbook of NKR 2002-2008, p. 169. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  12. Base Metals LLC - Product. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-17. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  13. Armenpress (2005-11-16). „Drmbon mines become biggest taxpayer in Karabakh“. ციტირების თარიღი: 2010-12-15.
  14. Base Metals LLC - Human and Technical Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-07. ციტირების თარიღი: 2019-11-07.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!