ალ-მასჯიდ ალ-ჰარამი (არაბ.: المسجد الحرام, აკრძალული მეჩეთი) — მთავარი მეჩეთი, რომლის შიდა ეზოში ქააბა მდებარეობს. მდებარეობს მექაში, საუდის არაბეთი.
პირველი მეჩეთის მშენებლობა ქააბას სიახლოვეს დაახ. 638 წელს უნდა დაწყებულიყო. ამჟამად არსებული მეჩეთი 1570 წლიდან არის ცნობილი. არსებობის მანძილზე მეჩეთი მრავალჯერ გადაუკეთებიათ, შედეგად პირველი ნაგებობისგან მცირე რამ არის დარჩენილი. თავდაპირველად აკრძალულ მეჩეთს ექვსი მინარეთი ჰქონდა, მაგრამ როდესაც სტამბოლისცისფერ მეჩეთსაც ექვსი მინარეთი აუგეს, მექის იმამმა ეს მკრეხელობად გამოაცხადა, ვინაიდან მსოფლიოს არც ერთი მეჩეთი არ უნდა შედარებოდა ქააბას. ამის გამო სულთანმა აჰმედმა მეჩეთში მეშვიდე მინარეთის აგება ბრძანა.
ამჟამად მეჩეთს 9 მინარეთი აქვს, რომელთა სიმაღლეც 89 მეტრია.