ალ-მასჯიდ ალ-ნაბავი (არაბ.المسجد النبوي „წინასწარმეტყველის მეჩეთი“) — მეჩეთიმედინაში, ისლამის მეორე სიწმინდე მექის მეჩეთის შემდეგ. წინასწარმეტყველი მუჰამედის ბოლო განსასვენებელი მეორე უწმინდეს ადგილად მიიჩნევა, როგორც შია, ისე სუნი მუსლიმთა მიერ. ეს ასევე სიდიდით მეორე მეჩეთია მსოფლიოში.
ნაგებობის ყველაზე გამორჩეული ადგილია მწვანე გუმბათი მეჩეთის ცენტრში, სადაც მუჰამედის აკლდამა მდებარეობს. მწვანე გუმბათის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ უკვე ადრეული XII საუკუნის ხელნაწერებში გუმბათის აღწერაა მოყვანილი.
ამ ადგილას მეჩეთის აგებამდე მუჰამედის სახლი იდგა. ის აქ დასახლდა მედინაში ჰიჯრას (ემიგრაციის) შემდეგ. შემდეგ აქვე დაიწყო მეჩეთის აგება. მუჰამედი თავად მონაწილეობდა მშენებლობის სამუშაოებში. პირველ მეჩეთს სახურავი არ ჰქონდა. ამ მარტივი გეგმით იქნა შემდგომში აგებული მეჩეთები მთელ მსოფლიოში.