მარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (რუს.Марийская Автономная Советская Социалистическая Республика) — რსფსრ-ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1936-1993 წლებში. დედაქალაქი — იოშქარ-ოლა.
ისტორია
მარის ასსრ შეიქმნა 1936 წლის 5 დეკემბერს საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის საფუძველზე მარის ავტონომიური ოლქის გარდაქმნის შედეგად, რომელიც თავის მხრივ შექმნილი იყო 1920 წლის 4 ნოემბერს, როგორც ავტონომიური ტეროტირიული წარმონაქმნი მთისა და მდელოს მარიელებისათვის.
1992 წლის 9 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატთა ყრილობამ მარის სსრ-ს უწოდა მარი-ელის რესპუბლიკა, შესაბამისად შეიტანეს ცვლილება რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 71-ე მუხლში[1].
ადმინისტრაციული დაყოფა
მარის ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა 14 რაიონი. ამავე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებობდა სამი ქალაქი (იოშქარ-ოლა, ვოლჟსკი და კოზმოდემიანსკი) და 14 დაბა[2].
↑ 2.02.1Марийская Автономная Советская Социалистическая Республика // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!