თათრები — ხალხი, თათარსტანის ძირითადი მოსახლენი (1,765 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ბაშკირეთში, მარი-ელში, მორდვეთში, უდმურტეთში, ჩუვაშეთში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში. თათრებს უწოდებენ აგრეთვე სხვა თურქულენოვან ხალხებსაც: ციმბირელი თათრები, ყირიმელი თათრები და ა. შ.
ეთნოგენეზის თეორიები
თათართა ეთნოგენეზის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე დეტალურად აღწერილია სამი მათგანი:
- ბულგარულ-თათრული თეორია
- თათრულ–მონღოლური თეორია
- თურქულ-თათრული თეორია.
დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ფართოდ აღიარებული ითვლებოდა ბულგარულ-თათრული თეორია. ხოლო ამჟამად, მზარდ აღიარებას იღებს თურქულ-თათრული თეორია.
სქოლიო