ლიბერია ადმინისტრაციულად იყოფა 15 საგრაფოდ, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 68 რაიონად, ხოლო რაიონები კლანებად.
1847 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბერია იყოფოდა ხუთ საგრაფოდ: გრანდ-კეიპ-მაუნტი, მონტსერადო, გრანდ-ბასა, სინო და მერილენდი. 1964 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაბმენმა ჩამოაყალიბა შემდეგი საგრაფოები: გრანდ-ჯედე, ნიმბა, ბონგი და ლოფა.
1984 წელს სამუელ დოუმ შექმნა გრანდ-კრუს და ბომის საგრაფოები, ხოლო 1985 წელს მარგიბი და რივერ-სესი. უკანასკნელი ორი საგრაფო რივერ-გი (2000 წ.) და გბარპოლუ (2001 წ.) შეიქმნა პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის მიერ.