ლას-პიედრასი (ესპ. Las Piedras) — ქალაქი ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ლას-პიედრასი ურუგვაის სიდიდით მეხუთე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
ლას-პიედრასი ეწოდება მუნიციპალიტეტსაც, რომელსაც ის მიეკუთვნება.
ისტორია
ლას-პიედრასი 1744 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მას სან-ისიდრო ერქვა.
„ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1925 წლის 15 მაისს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).
მოსახლეობა
2011 წლის აღწერის მონაცემებით, ლას-პიედრასის მოსახლეობა 71 258 ადამიანია.
წელი |
მოსახლეობა
|
1908 |
8,109
|
1963 |
40,658
|
1975 |
53,331
|
1985 |
58,283
|
1996 |
66,584
|
2004 |
69,222
|
2011 |
71,258
|
წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[1]
გალერეა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო