კოსოვოს ბრძოლა (სერბ. Косовска битка ან бој на Косову; თურქ. Kosova Meydan Muharebesi) — ერთ-ერთი უმსხვილესი ბრძოლა სერბი ფეოდალებისა და ბოსნიის სამეფოს გაერთიანებულ ძალებსა და ოსმალეთის იმპერიის ძალებს შორის. გაიმართა 1389 წლის 15 (28) ივნისს, თანამედროვე პრიშტინიდან 5 კმ-ში. სერბთა გაერთიანებულ ლაშქარს მეთაურობდნენ პრინცი ლაზარი, ვუკ ბრანკოვიჩი და დიდი მთავარი ვლატკო ვუკოვიჩი. ოსმალეთის არმიას კი სულთანი მურად I და მისი შვილები ბაიაზიდი და იაკუბი.
ბრძოლაში დაიღუპა ორივე არმიის მთავარსარდალი: პრინცი ლაზარი ტყვედ ჩავარდა და შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, ხოლო მურად I დაიღუპა მილოშ ობილიჩის ხელით, რომელიც მალულად შეიპარა მის კარავში. პრინცი ლაზარი და მილოშ ობილიჩი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებად ითვლებიან[1][2].
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო