კვიპროსის პრეზიდენტი — კვიპროსის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მოსახლეობა ირჩევს 5 წლის ვადით. თანამდებობა დაარსდა 1960 წელს, მას შემდეგ რაც კვიპროსის რესპუბლიკამ გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. კვიპროსის ამჟამინდელი პრეზიდენტია ნიკოს ანასტასიადესი. ევროპის კავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კვიპროსის პრეზიდენტი ფლობს მნიშვნელოვან ძალაუფლებას, ის ერთადერთია ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკური მოდელის მმართველობით.
კვიპროსის პრეზიდენტების სია
რესურსები ინტერნეტში