კახა კოჟორიძე (დ. 2 იანვარი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ მმართველი პარტნიორი (2018).
ბიოგრაფია
კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს თბილისში. მამა - კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა - ნინო ონოფრიშვილი, მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).
კარიერა
კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018).[1] არის საადვოკატო ბიუროს - „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ.[2] 2020-2021 წლებში იყო პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.
კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. 2018 წლიდან არის კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ - მმართველი პარტნიორი.[3]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ლიტერატურა
- თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო "თავისუფლების" პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო