კალათ-ალ-ბაჰრეინი (არაბ. البحرينقلعة) აგრეთვე ცნობილი როგორც ბაჰრეინის ციხესიმაგრე, ნადირ-შაჰის ციხე-სიმაგრესთან ერთად წარმოადგენს ბაჰრეინის არქეოლოგიურ ძეგლს. მოიცავს ხელოვნურად შექმნილ გორაკს, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ხალხის მიერ შენდებოდა, ძვ. წ. 2300 წლიდან XVIII საუკუნემდე. ერთ დროს ის დილმუნის ცივილიზაციის დედაქალაქი იყო, შემდეგ კი პორტუგალიელების ციხესიმაგრე. 2005 წელს, ძეგლი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
კალათ-ალ-ბაჰრეინი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ამჟამად მისი 25% გათხრილია, აღმოჩენილია სხვადასხვა სახის არქეოლოგიური ნიმუშები (სამოსახლო, სავაჭრო, სამხედრო, რელიგიური და ა.შ.), რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ადგილზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი მდებარეობდა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში