ისლა-დე-ლა-ლუნა (ესპ. Isla de la Luna - მთვარის კუნძული) — კუნძული ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში. მდებარეობს ტიტიკაკას ტბაში, კუნძულ ისლა-დელ-სოლის აღმოსავლეთით. მისი ფართობი 1.05 კმ²-ია, სიგრძე 2,8 კმ, სიგანე 0,76 კმ, სანაპირო ზოლის სიგრძე 6 კმ.
ინკების მითოლოგიაში, კუნძულზე სახლობდა ღმერთი ვირაკოჩა. აღმოსავლეთ სანაპიროსთან, აღმოჩენილი იქნა ინკების ტაძრის ნანგრევები.[1]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო