იოჰან III მშვიდობისმოყვარე (გერმ. Johann der Friedfertige, დ. 10 ნოემბერი, 1490 — გ. 6 თებერვალი, 1539) — იულიხ-ბერგის ჰერცოგი 1511 წლიდან, კლევის ჰერცოგი და მარკის გრაფი 1521 წლიდან. მარკის გრაფების საგვარეულო სახლის წარმომადგენელი.
კელვის ჰერცოგის, იოჰან II-ისა და მატილდა ფონ ჰესენის შვილი. მისი წინაპარი იყო ჟან უშიშარი.
1509 წელს, მომავალი პრინცი იოჰანი დაქორწინდა მარია ფონ იულიხ-ბერგზე, იულიხ-ბერგის ჰერცოგ ვილჰელმის ქალიშვილსა და მემკვიდრეზე. ქორწილი შედგა ბურგის ციხესიმაგრეში.
მათ ოთხი შვილი ეყოლათ:
მამის გარდაცვალების შემდეგ მან მიიღო კლევის ჰერცოგისა და მარკის გრაფის ტიტული.
იოჰანმა ჩამოაყალიბა იულიხ-კლევ-ბერგის საჰერცოგო და გახდა ევროპული პოლიტიკის მთავარი მოთამაშე.