ინგლისის თასი 1973–74 — მსოფლიოში უძველესი საფეხბურთო ტურნირის ინგლისის ასოციაციის თასის 93-ე გათამაშება. ლონდონში უემბლის სტადიონზე გამართულ ფინალში ლივერპულმა 3–0 მოუგო ნიუკასლ იუნაიტედს, ეს ლივერპულისთვის ინგლისის თასზე მეორე გამარჯვებაა.
მატჩები ტარდებოდა ყოველთვის მასპინძელი გუნდის სტადიონზე შაბათ დღეს. ზოგი მატჩი შესაძლებელი იყო გადადებულიყო თუ სხვა ტურნების კალენდარს დაემთხვეოდა, ან უამინდობა იქნებოდა. თუ თამაში ფრედ დასრულდებოდა იმავე კვირის ბოლოს მეორე შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო მოწინააღმდეგე გუნდის სტადიონზე. განმეორებით თამაშშის ფრის შემთხვევაში უნდა დანიშნულიყო 30 წუთიანი დამატებითი დრო.
კალენდარი
რაუნდი
|
დრო
|
წინასწარი რაუნდი
|
შაბათი 1 სექტემბერი 1973
|
პირველი საკვალიფიკაციო ეტავი
|
შაბათი 15 სექტემბერი 1973
|
მეორე საკვალიფიკაციო ეტავი
|
შაბათი 6 ოქტომბერი 1973
|
მესამე საკვალიფიკაციო ეტავი
|
შაბათი 20 ოქტომბერი 1973
|
მეოთხე საკვალიფიკაციო ეტავი
|
შაბათი 3 ნოემბერი 1973
|
პირველი რაუნდი
|
შაბათი 24 ნოემბერი 1973
|
მეორე რაუნდი
|
შაბათი 15 დეკემბერი 1973
|
მესამე რაუნდი
|
შაბათი 5 იანვარი 1974
|
მეოთხე რაუნდი
|
შაბათი 26 იანვარი 1974
|
მეხუთე რაუნდი
|
შაბათი 16 თებერვლი 1974
|
მეექვსე რაუნდი
|
შაბათი 9 მარტი 1974
|
ნახევარფინალი
|
შაბათი 30 მარტი 1974
|
ფინალი
|
შაბათი 4 მაისი 1974
|
შედეგები
პირველი რაუნდი
საფეხბურთო ლიგის მესამე და მეოთხე დივიზიონის გუნდები შეუერთდნენ იმ არალიგის კლუბებს, რომლებმაც საწყისი ეტაპი წარმატებით გადალახეს. მატჩები ჩატარდა 1973 წლის 24 ნოემბერს, მათგან მხოლოდ ათი დასრულდა ფრედ და დამატებითი შეხვედრის გამართვა გახდა საჭირო.
მეორე რაუნდი
მატჩები ჩატარდა 1973 წლის 15 დეკემბერს. ხუთი თამაში დასრულდა ფრედ და იმავე კვირას გაიმართა დამატებითი მატჩები.
მესამე რაუნდი
აღნიშნულ ეტაპს შეუერთდა 44 კლუბი პირველი და მეორე დივიზიონებიდან. მატჩები გაიმართა 5–6 იანვარს 1974 წელს. ცამეტი მატჩი დასრულდა ფრედ და დამატებითი თამაშის გამართვა გახდა საჭირო.
მეოთხე რაუნდი
მატჩების დღე იყო 1974 წლის 26 იანვარი, შაბათი. მხოლოდ ოთხი თამაში ჩატარდა ერთი დღის შემდეგ. რვა თამაში ფრედ დასრულდა, მათგან მხოლოდ ერთისთვის გახდა საჭირო მეორე დამატებითი თამაში.
მეხუთე რაუნდი
მატჩების დღე იყო 1974 წლის 16 თებერვალი, შაბათი. მხოლოდ ერთი თამაში ჩატარდა ერთი დღის შემდეგ. ორი მატჩი ფრედ დასრულდა და დამატებითი შეხვედრა დაინიშნა.
მეექვსე რაუნდი
მეოთხედფინალის ოთხი თამაში 1974 წლის 9 მარტს ჩატარდა.
ნიუკას იუნაიტედის ფანების არეულობა
პირველი თამაში ნიუკასლ იუნაიტედსა და ნოტინგემ ფორესტს შორის სენტ-ჯეიმზ პარკზე ნიუკასლის გამარჯვებით 4–3 დასრულდა. თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში ნოტინგემი პენალტის წყალობით 3–1 იგებდა, მსაჯმა გორდონ კიუმ აღნიშნული გადაწყვეტილების გაპროტესტების გამო მოედნიდან გააძევა ნიუკასლის მცველი პატ ჰოუარდი. ნიუკასლის ფანები ლიზის ენდის სექტორიდან (ამჟამად სერ ჯონ ჰოლის სექტორი) შეიჭრნენ მოედანზე. დებოშის დროს ნოტინგემის ორი მოთამაშე დაშავდა, მსაჯმა მანამ არ გააგრძელა თამაში სანამ ყველა ფეხბურთელი მწყობრში არ ჩადგა, თამაშის გაგრძელების სურვილი ჰქონდა ორივე გუნდის მწვრთნელს. მიუხედავად იმისა, რომ ნიუკასლი კაცნაკლული იყო და ორი ბურთით ჩამორჩებოდა მეტოქეს, მათ მაინც შეძლეს თამაშში დაბრუნება და კაპიტან ბობ მანკურის გოლით ეს მატჩი მოიგეს. მოედანზე შეჭრის შემდეგ 23 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში თავის ქალის დაზიანებით, 103 ადამიანს ადგილზე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება, 39 კი დააპატიმრეს.
არეულობის შემდეგ 11 მარტს ნოტინგემ ფორესტმა წერილობითი პროტესტი გააგზავნა ფეხბურთის ასოციაციაში. რასაც გამოეხმაურე ასოცაციის წარმომადგენელი ტედ კროკერი, სადაც აღნიშნავდა, რომ ინგლისის თასის ორგანიზატორების მიერ შექმნილი იყო ოთხკაციანი კომისია, რომელიც განიხილავდა ამ ინციდენტს, შესაძლებელი იყო ნიუკასლის გამარჯვების ანულირება, მაგრამ განმეორებითი თამაშის დანიშვნის უფლება მათ არ ჰქონდათ. კროკერის განცხადების მიუხედავად, კომისიის გადაწყვეტილებით განმეორებითი თამაში უნდა ჩატარებულიყო გუდისონ პარკზე 18 მარტს. თუ ეს თამაში ფრედ დასრულდებოდა განმეორებითი მატჩი მომდევნო ხუთშაბათს გაიმართებოდა. იმ დროს ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო და გამოხმაურებაც არაერთგვაროვანი მოყვა.
პირველი დამატებითი შეხვედრა 0–0 დასრულდა, ამ თამაშში ნიუკასლმა სამჯერ მოარტყა ბურთი ძელს. მეორე დამატებითი შეხვედრა კვლავ გუდისონ პარკზე ჩატარდა, მალკოლმ მაკდონალდის გოლით კი ნიუკასლი გამარჯვებული გახდა.
შედეგები
ნახევარფინალი
ნახევარფინალის მატჩები ჩატარდა 1974 წლის 30 იანვარის, შაბათი. მხოლოდ ერთი თამაშისთვის გაიმართა დამატებითი შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ. ლივერპულმა და ნიუკასლმა შეძლეს მატჩების მოგება და გავიდნენ ფინალში.
გამეორება
მესამე ადგილის მატჩი
1970 წლიდან 1974 წლამდე ტურნირზე დამარცხებულ ნახევარფინალისტებს შორის იმართებოდა დამატებითი მატჩი მესამე ადგილისთვის.[1]
ფინალი
ფინალი გაიმართა 1974 წლის 4 მაისს უემბლის სტადიონზე, სადაც ლივერპულმა სამი გოლით დაამარცხა ნიუკასლ იუნაიტედი. გოლების ავტორები იყვნენ კევინ კიგანი (ორი ბურთი) და სტივ ჰაივეითი (ერთი გოლი). თამაშს დაესწრო 100,000 მაყურებელი.
ბმულები
სქოლიო