იაპონიის ისტორია — ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 7500 წელს იაპონიის ტერიტორიაზე არსებობდა ნეოლითური კულტურა. ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან გაძლიერდა სოციალურ ფენებად დაშლა. გაჩნდნენ მონები. სოფლის (გვარის) მეთაური დიდი უფლებებით სარგებლობდა, იგი განაგებდა ადრინდელი სინტოს
კულტურასაც. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის II საუკუნის დასასრულს დაიწყო ტომობრივი კავშირების აღმოცენება. III საუკუნეში შეიქმნა მსხვილი ტომობრივი კავშირი იამატო, რომლის ბაზაზე კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში წარმოიქმნა იაპონიის სახელმწიფო.
იაპონიის ისტორიის ეპოქები
იაპონიის ისტორია ძირითადად შემდეგ ეტაპებად იყოფა:
პალეოლითი 35000–14000 ძველი წელთ აღრიცხვით (ძვ.წ.ა.)