იაკობ ალფესს იაკობ ზებედესაგან განსასხვავებლად მას შეარქვეს იაკობ მცირე. იაკობ მცირე იყო კლეოპასა (ალფე) და მარიას შვილი. ახალ აღთქმაში არაფერი არ მოიპოვება მისი მოღვაწეობის შესახებ. იგი ფიგურირებს მხოლოდ მოციქულთა ჩამონათვალში (მათ.10:3, 27:56; მარ.3:18, 15:40; ლუკ.6:15, 24:10; საქ. 1:13). ევანგელიეში მხოლოდ ისაა ნახსენები რომ მარია, დედა იაკობისა, იყო ღვთისმშობლის დეიდაშვილი.
ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალენელი.
— (იოან.19:25)
ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე.
— (მარ.15:40)
ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.
— (ლუკ.24:10)
რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.