თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა) — მიხო მოსულიშვილის 2010 წლის პიესების კრებული.
სათაური
წიგნის სათაური აღებულია კომიკური თრილერის „საშობაო ბატი კომშით“ მეორე სცენიდან, კერძოდ, ელენა ქვინსის რეპლიკიდან:
|
„ელენა – (ზღვის ტალღებივით ლაპარაკობს) ეეეგ ააარ იფიქროო, არაა… ეგ ხომ ღალატი იქნება… ღალატი და ასეთ არომატულ კომშს მარტო ხომ არ დამტოვებ ამხელა ვალებთან? შენ ხომ მხატვარი ხარ! თითქმის პიკასო, კუბისტური პერიოდის მერე და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან… [1]“
|
|
|
ანოტაცია
შვიდი სასაცილო პიესა, რომლებშიც საიმედოდ არის გადამალული ცრემლები.
წიგნი „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა)“ წარმოადგენს ავტორის მიერ 1995-2010 წლებში დაწერილ პიესებს, რომელთაგან რამდენიმე დადგმულია საქართველოს სხვადასხვა თეატრების სცენებზე და საზოგადოებრივი რადიო 1-ის ეროსი მანჯგალაძის სახელობის რადიოთეატრში.
რედაქტორი დავით ოძელაშვილი. წიგნის დიზაინი ეკუთვნის თემურ ნინუას, კარიკატურა წიგნის უკანა ყდაზე - ზაალ სულაკაურს[2].
შინაარსი
წიგნი „თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან... (შვიდი პიესა)“ შედგება შემდეგი პიესებისგან:
- საშობაო ბატი კომშით (კომიკური თრილერი ერთ მოქმედებად და თერთმეტ სცენად), 2009
- ცეკვა მკვდრებით (კომიკური თრილერი ორ მოქმედებად და თექვსმეტ სცენად), 2008
- ფლიუგერი არსაით (ერთმოქმედებიანი პიესა ფლიუგერის ოცდათერთმეტ შემობრუნებად, ესე იგი, ეპიზოდად), , 2010
- თეთრი ლაშქარი (პიესა ორ მოქმედებად), 1997
- ბედის საზღვარი (ტრაგიკომედია ორ მოქმედებად და თორმეტ სურათად), 1995
- მთვარიანი დღე (ფსიქოდრამა ერთ მოქმედებად და შვიდ ნახატ-მონოლოგად), 2010
- ხაპრა-თაგვობანა („სიმულაციური მოდელირება თამაშისათვის: „ხაპრა-თაგვობანა“ (ტრაგიკომიკური კოშმარი ერთ მოქმედებად და შვიდ სცენად, „გორან ბრეგოვიჩი და დამკრძალავი ორკესტრის“ მუსიკის თანხლებით), 2010
- ჟიკჟიკობა ღამე (მენიპეა ერთ სცენად), 2009-2010 — ბოლოთქმის მაგიერ
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| რომანები | |
---|
| მოთხრობები | |
---|
| პიესები | |
---|
| რადიოპიესები | |
---|
|