Share to: share facebook share twitter share wa share telegram print page

თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი

თბილისის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი — საშუალო ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ამზადებდა შემდეგ სპეციალისტებს: ინჟინერთა უშუალო დამხმარეს, ტექნიკოსებს, რკინიგზის მექანიკოსებს, ელექტრიკოსებს და სხვა. დირექტორი 1918-1919 სასწავლო წელს იყო ვ. კაკაბაძე. მოსწავლეთათვის სავალდებულო იყო საზაფხულო პრაქტიკის გავლა. პრაქტიკას გადიოდნენ: სახაზინო რკინიგზის სამმართველოს მთავარ სახელოსნოში, კახეთის რკინიგზის სამმართველოს სახელოსნოში, გზატკეცილების განყოფილებაში, ტრამვაიზე, ელექტროსადგურებში, სამხედრო არსენალში და სხვა.

ლეტერატურა

  • ჭუმბურიძე დ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 187.
Prefix: a b c d e f g h i j k l m n o p q r s t u v w x y z 0 1 2 3 4 5 6 7 8 9

Portal di Ensiklopedia Dunia

Kembali kehalaman sebelumnya