შეიხი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი (არაბ. الشيخ تميم بن حمد آل ثاني; დ. 3 ივნისი 1980, დოჰა, კატარი)[1] — კატარის მეოთხე ამირა 2013 წლის 25 ივნისიდან. სამეფო ტახტზე ავიდა მამამისის გადადგომის შემდეგ. ამჟამად მოქმედ მონარქებს შორის იგი ყველაზე ახალგაზრდაა.