ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი

ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი
არაბ. زايد بن سلطان آل نهيان
დაბადების თარიღი 6 მაისი, 1918(1918-05-06)
დაბადების ადგილი აბუ-დაბი[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 2 ნოემბერი, 2004(2004-11-02)[3] [4] [5] (86 წლის)
გარდაცვალების ადგილი აბუ-დაბი
მოქალაქეობა Trucial States
 არაბთა გაერთიანებული საამიროები
მამა Sultan bin Zayed bin Khalifa Al Nahyan
დედა Salama bint Butti
მეუღლე/ები Hassa bint Mohammed bin Khalifa Al Nahyan, Mouza bint Suhail Al Khaili და Fatima bint Mubarak Al Ketbi
შვილ(ებ)ი ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, Mansour bin Zayed Al Nahyan, Sultan bin Zayed bin Sultan Al Nahyan, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანი, Hamdan bin Zayed bin Sultan Al Nahyan, Hazza bin Zayed bin Sultan Al Nahyan, Abdullah bin Zayed Al Nahyan, Saif bin Zayed Al Nahyan, Ahmed bin Zayed Al Nahyan, Hamed bin Zayed Al Nahyan, Saeed bin Zayed Al Nahyan, Falah bin Zayed Al Nahyan, Issa bin hamad Al thani, Nasser bin Zayed Al Nahyan და Tahnoun bin Zayed Al Nahyan
ჯილდოები Order of Isabella the Catholic‎, Champions of the Earth, რუმინეთის ვარსკვლავის ორდენი, Collar of the Supreme Order of the Chrysanthemum, Grand Cross of the Order of Good Hope[6] , ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით[7] , Knight Grand Cross of the Order of St Michael and St George[8] , Order of the White Rose of Finland, Order of the Chrysanthemum, Order of Good Hope, წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი და Collar of the Order of Isabella the Catholic‎

ზაიიდ ბინ სულთან ალ ნაჰაიანი (არაბ. زايد بن سلطان آل نهيان; დ. 6 მაისი, 1918 – გ. 2 ნოემბერი, 2004) — არაბი სამეფო გვარის წარმომადგენელი, პოლიტიკოსი, ქველმოქმედი და არაბთა გაერთიანებული საამიროების დამაარსებელი. ზაიიდი 1946 წლიდან აღმოსავლეთ რეგიონის გუბერნატორი იყო, ხოლო 1966 წელს შეცვალა შეიხ შახბუთი აბუ-დაბის მმართველის თანამდებობაზე, შემდეგ კი გახდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პირველი პრეზიდენტი, რომელი პოზიციაც შეინარჩუნა 2004 წლამდე.[9][10][11] მას პატივს სცემენ არაბთა გაერთიანებული საამიროებში და მოიხსენიებენ როგორც „ერის მამა“, რომლის დამსახურებაც არის შვიდი სახელმწიფოს გაერთიანება საერთო კავშირში.[12][13][14][15]

ზაიიდმა 1966 წლის 6 აგვისტოს ჩაანაცვლა თავისი უფროსი ძმა, შეიხ შახბუთ ბინ სულთანი აბუ-დაბის მმართველის თანამდებობაზე, რაც მოხდამმართველი ოჯახის წევრების მიერ უსისხლო გადატრიალებითა და ბრიტანეთის მხარდაჭერით.[16]

ბიოგრაფია

ზაიიდი იყო შეიხ სულთან ბინ ხალიფა ალ ნაჰიანის ოთხი ვაჟიშვილიდან უმცროსი.[9][11] მისი მამა აბუ-დაბის მმართველი იყო 1922 წლიდან 1926 წლამდე. ზაიიდი იყო თავის ოთხ ძმაში უმცროსი.[9] მისი უფროსი ძმა, შეიხ შახბუთ ბინ სულთან ალ ნაჰიანი, გახდა აბუ-დაბის მმართველი მათი ბიძის, საქრ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის შემდეგ. მისი დედა იყო შეიხა სალამა ბინტ ბუთი.[17][18] მან თავისი ვაჟებისგან მოითხოვა პირობა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალადობას არ გამოიყენებდნენ, რასაც ისინი იცავდნენ კიდეც.[19] შეიხ ზაიიდი დაერქვა თავის პაპის, შეიხ ზაიდ ბინ ხალიფა ალ ნაჰიანს („დიდი ზაიიდი“) სახელის მიხედვით, რომელიც ქვეყანას მართავდა 1855 წლიდან 1909 წლამდე.[20] ზაიიდის დაბადების დროს შეიხი იყო შვიდი სახელშეკრულებო სახელმწიფოდან ერთ-ერთის ლიდერი, რომელიც მდებარეობდა სპარსეთის ყურის სამხრეთ სანაპიროზე.[21]

ზაიიდი დაიბადა ქაარ-ალ-ჰოსნში, აბუ-დაბიში, 1918 წელს და მამის გარდაცვალების შემდეგ,[22][10][23] 1926 წელს გადავიდა აბუ-დაბიდან ალ-აინში. იმ დროს, როდესაც ზაიიდი იზრდებოდა ალ-აინში, სანაპიროზე საერთოდ არ იყო თანამედროვე სკოლები. მან მხოლოდ ზოგადი ცოდნა მიიღო ისლამის პრინციპებში და ცხოვრობდა უდაბნოში ბედუინებთან, გაეცნო ხალხის ცხოვრებას, მათ ტრადიციულ უნარებს და შესაძლებლობებს გადარჩენისთვის მკაცრ კლიმატურ პირობებში.[24]

კარიერა

1946 წელს ზიაიდი დაინიშნა აბუ-დაბის აღმოსავლეთ რეგიონის გუბერნატორად და დაბანაკდა მუვაიჯის ციხესიმაგრეში ალ-აინში. იმ დროს ეს ტერიტორია ღარიბი იყო და დაავადებების აფეთქებებით ცნობილი. როდესაც Petroleum Development-ის წარმომადგენლები იწყებდნენ ნავთობის ძიებას აღნიშნულ რეგიონში, ზაიდი მათ ეხმარებოდა.

1952 წელს პატარა საუდის არაბეთის ძალებმა, რომლებსაც ხელმძღვანელობდა თურქი ბინ აბდულა ალ-ოთაიშანი, დაიკავა სოფელი ჰამასა ბურაიმის ოაზისში (რასაც ეწოდა „ბურაიმის დავა“). ზაიიდი აქტიურად უპირისპირდებოდა საუდის ტერიტორიულ პრეტენზიებს და ნება დართო საუდის არაბეთის ნავთობის კომპანიას სადაო ტერიტორიაზე მოეძიებინა ნავთობი. ამ დავის ნაწილის სახით, ზაიიდი და მისი ძმა ჰაზა დაესწრნენ ბურაიმის საარბიტრაჟო ტრიბუნალს ჟენევაში 1955 წლის სექტემბერში და მისცეს ჩვენება ტრიბუნალის წევრებს. როდესაც ტრიბუნალი დატოვეს საუდის მოსყიდვის ბრალდებების გამო, ბრიტანელებმა დაიწყეს ბურაიმის ოაზისის ხელახალი დაკავება ადგილობრივი სამხედრო ძალების, ხელშეკრულებითი ომანის ლეგიონის მეშვეობით. ამას მოჰყვა სტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც ზაიიდი ეხმარებოდა რეგიონის განვითარებას და განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ფალაჯის სისტემის აღდგენისადმი, რაც იყო წყლის არხების ქსელი, რომელიც ბურაიმის ოაზისის პლანტაციებს მორწყულს და ნაყოფიერს ხდიდა.[25]

1971 წელს, სხვა ექვს სახელშეკრულებო სახელმწიფოთა მმართველებთან დროდადრო რთული მოლაპარაკებების შემდეგ, დაარსდა არაბთა გაერთიანებული საამიროები. ზაიიდი დაინიშნა საამიროების პრეზიდენტად 1971 წელს და კიდევ ოთხჯერ აირჩიეს ამ თანამდებობაზე: 1976, 1981, 1986 და 1991 წლებში.[26]

1974 წელს ზაიიდმა მოაგვარა გადაუჭრელი საზღვრის დავა საუდის არაბეთთან ჯედის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც საუდის არაბეთმა მიიღო შეიბაჰის საბადო და წვდომა ქვედა სპარსეთის ყურესთან იმის სანაცვლოდ, რომ აღიარა არაბთა გაერთიანებული საამიროები.[27]

1976 წელს მან დააფუძნა აბუ-დაბის საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2020 წლისთვის გახდა მსოფლიოს მესამე უდიდესი სუვერენული საინვესტიციო ფონდი, თითქმის ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებით.[28]

გარდაცვალება

2004 წლის 2 ნოემბერს ზაიდი გარდაიცვალა 86 წლის ასაკში. იგი იტანჯებოდა დიაბეტით და თირკმლის პრობლემებით. დაიკრძალა ახალ დიდ მეჩეთში აბუ-დაბიში. მისი უფროსი ვაჟი, შეიხ ხალიფა ბინ ზაიიდ ალ ნაჰიანი, 1980-იანი წლებიდან თანდათან აქტიურ როლს ასრულებდა მთავრობაში. პირდაპირ მამის გარდაცვალების შემდეგ, იგი გახდება აბუ-დაბის მმართველი და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Encyclopædia Britannica
  2. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica, 1968.
  3. Sheikh Zayed bin Sultan Al-Nahyan // The Daily Telegraph / C. EvansLondon: 2004. — ed. size: 622719 — ISSN 0307-1235; 1477-3805
  4. Sheikh Zayed bin Sultan al-Nahyan // The IndependentBritain: 2004. — 176681 ეგზ. — ISSN 1741-9743
  5. Encyclopædia Britannica
  6. https://web.archive.org/web/20150118121019/http://www.v1.sahistory.org.za/pages/artsmediaculture/culture%20&%20heritage/national-orders/1995.htm
  7. Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnatHelsinki: Edita, 2017. — გვ. 499. — ISBN 978-951-37-7005-1
  8. https://api.parliament.uk/historic-hansard/written-answers/1989/mar/14/british-honours-and-orders-of-chivalry
  9. 9.0 9.1 9.2 Hamad Ali Al Hosani. The Political Thought of Zayed bin Sultan Al Nahyan (PhD Thesis). ციტირების თარიღი: 15 April 2016
  10. 10.0 10.1 10.2 Martin, Douglas (3 November 2004). „Zayed bin Sultan, Gulf Leader and Statesman, Dies“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2013. ციტირების თარიღი: 25 January 2014.
  11. 11.0 11.1 11.2 Killgore, Andrew I. (March 2005). „Sheikh Zayed bin Sultan Al Nahyan (1918–2004)“. Washington Report on Middle East Affairs: 41. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 5 February 2017. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  12. Salim, Sahim. UAE themes: From Year of Zayed to Giving and Tolerance en. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  13. Freelance, Motivate. (2021-03-16) Sheikh Khalifa announces 2021 as Year of the 50th en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  14. Year-long grand celebrations marking 50 years of UAE en (16 March 2021). ციტირების თარიღი: 2021-03-22
  15. Monsy, Karen Ann. Watch: Sheikh Zayed at first police graduation ceremony 50 years ago en. ციტირების თარიღი: 2021-03-22
  16. Helene von Bismarck (29 March 2013). British Policy in the Persian Gulf, 1961–1968: Conceptions of Informal Empire. Palgrave Macmillan, გვ. 183. ISBN 978-1-137-32673-7. „On the evening of 4 August, a letter was eventually delivered to Nuttall in the political agency in Abu Dhabi, stating the desire of the 'Heads and lawful representatives of [the] Ruling family' to depose the ruler and asking the British Government for its help in removing him from the shaikhdom“ 
  17. Rabi, Uzi (May 2006). „Oil Politics and Tribal Rulers in Eastern Arabia: The Reign of Shakhbut (1928– 1966)“ (PDF). British Journal of Middle Eastern Studies. 33 (1): 37–50. doi:10.1080/13530190600603832. S2CID 145543142. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 9 May 2013. ციტირების თარიღი: 17 April 2013.
  18. Al Hashemi, Bushra Alkaff (27 February 2013). „Memories of a simpler time“. The National. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2013. ციტირების თარიღი: 20 April 2013.
  19. Michael Tomkinson. (1970) The United Arab Emirates &#91al-Imārāt al- ʻArabīyah al-Muttaḥidah (romanized form)&#93. ციტირების თარიღი: 3 August 2016
  20. Joffe, Lawrence (3 November 2004). „Sheikh Zayed bin Sultan Al Nahyan“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 August 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  21. Donald Hawley (1970), The Trucial States (second impression რედ.), London: Allen & Unwin (გამოქვეყნების თარიღი: 1971), ISBN 0-04-953005-4, 0049530054
  22. (2013) With United Strength: H.H. Shaikh Zayed Bin Sultan Al Nahyan. Abu Dhabi: Emirates Centre for Strategic Studies and Research, გვ. 63. ISBN 978-9948-14-575-2. 
  23. „The legacy of Sheikh Zayed bin Sultan Al Nahyan, Father of the UAE“. AMEinfo. 2 November 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2013. ციტირების თარიღი: 18 April 2013.
  24. UAEU Bio
  25. "Sheikh Zayed bin Sultan Al Nahyan", Daily Telegraph (London), 4 November 2004, https://www.telegraph.co.uk/news/obituaries/1475775/Sheikh-Zayed-bin-Sultan-Al-Nahyan.html
  26. Federal Research Division (June 2004), United Arab Emirates: A Country Study, Kessinger Publishing (გამოქვეყნების თარიღი: 2004), ISBN 978-1-4192-9211-8, https://books.google.com/books?id=H5PjAAAACAAJ&q=uae. წაკითხვის თარიღი: 3 August 2016
  27. Schofield R., Evans K.E. (eds) Arabian Boundaries: New Documents (2009), vol. 15, pp. viii–xv.
  28. Bloomberg. (2021-03-02) Wealth fund newbie comes into focus in Abu Dhabi's $1 trillion sovereign hub en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-30

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!