ზაზა ბეგაშვილი (დ. 21 ოქტომბერი, 1965, მცხეთა) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ქ. თბილისის მე-2 და მე-3 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე 2004-2008 წლებში.
ბიოგრაფია
ზაზა ბეგაშვილი დაიბადა 1965 წლი 21 ოქტომბერს, მცხეთაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1985-1990 წლებში მუშაობდა პარტიულ თანამდებობაზე. 1990-1997 წლებში ეწეოდა ბიზნეს საქმიანობას. 2002-2003 წლებში იყო ჯერ საქართველოს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის, ხოლო შემდგომ ნაციონალური მოძრაობის წევრი. 2004-2008 წლებში იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ევროსაბჭოს კონგრესის მერიის წევრი, 2005 წლიდან რეგიონული პალატის ვიცე-პრეზიდენტი. 2008-2009 წლებში საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. შემდგომ მუშაობდა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში გენერალური დირექტორის მოადგილედ.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| I მოწვევა | |
---|
| II მოწვევა | |
---|
| III მოწვევა | |
---|
| IV მოწვევა | |
---|
| V მოწვევა | |
---|
| VI მოწვევა | |
---|
| VII მოწვევა | |
---|
|