ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტი (ლიეტ. Tarptautinis Vilniaus oro uostas) (IATA: VNO, ICAO: EYVI) — საერთაშორისო აეროპორტი ლიეტუვაში. მდებარეობს დედაქალაქ ვილნიუსიდან სამხრეთით 5.9 კმ-ში[1]. აეროპორტი წარმოადგენს Air Lituanica-ს, Grand Cru Airlines-ის, Small Planet Airlines-ისა და Wizz Air-ის ჰაბს. 2014 წელს გატარებულ მგზავრთა რაოდენობამ 2 942 670 კაცი შეადგინა.