ვალეს ნამარხი ფლორა

ვალეს ნამარხი ფლორა — ფლორა, რომელიც განამარხებულია ახალციხის დეპრესიის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვალესთან, სარმატული ასაკის ტუფოგენურ ნალექებში, რომლებიც გოდერძის ვულკანოგენური წყების ქვედა ნაწილს შეესაბამება.

ვალედან სამხრეთით, მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე, ფლორის ნაშთების შემცველი, 20–35 მეტრის სისქის შრეები საკმაოდ მაღალ კარნიზს ქმნის. მასალა ძირითადად წარმოდგენილია ნამარხი მცენარეების ფოთლების კარგად დაცული ანაბეჭდებით. აქ 60-ზე მეტი სახეობიდან უმეტესად ორლებნიანი ხეების და ბუჩქების ნაშთებია, მათ შორის თანაბარი რაოდენობითაა მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ფორმები. ფლორის დიდი ნაწილი თბილი და შედარებით მშრალი ჰავისთვის დამახასიათებელი ლანცეტისებრი ფორმის ფოთლების მქონე სახეობებია, რომელთა უმეტესობა გადაშენებულია.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!