1972 წელს დაიცვა საკანდიდატო („დასავლეთ საქართველოს IX-XVIII სს. ლაპიდარული წარწერები, როგორც საისტორიო წყარო“), ხოლო 1989 წელს სადოქტორო („სვანეთის წერილობითი ძეგლები“) დისერტაციები. ასპირანტურაში სწავლის პერიოდში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო ნოდარ (ნუკრი) შოშიაშვილი.
სამეცნიერო სფეროში მის დაკვალიანებაში დიდი წვლილი მიუძღვოდა შოთა მესხიას.
ვალერი სილოგავა მონაწილეა საქართველოსა და უცხოეთში (რუსეთი, გერმანია, კვიპროსი, თურქეთი...) ჩატარებულ სხვადასხვა სამეცნიერო სიმპოზიუმისა და კონფერენციისა, მათ შორის 2005-2010 წლებში გამოდიოდა ყოველწლიურად მოხსენებით მოსკოვში წმინდა ტიხონის სახელობის მართმადიდებულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, საღვთისმეტყველო კონფერენციის ქართველოლოგიის სექციაზე.
ვალერი სილოგავა იყო არაერთი სამეცნიერო კრებულის რედაქტორი და აგრეთვე რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეცნიერის ღვაწლი, რომელიც მან გასწია სვანეთის წერილობითი ძეგლების შესწავლა-გამოცემაზე. ვალერი სილოგავამ თავი მოუყარა და სისტემატურად დაალაგა სვანეთის ეკლესია-მონასტრებსა და სიძველთსაცავებში დაცული არაერთი მნიშვნელოვანი ეპიგრაფიკული და წერილობითი ისტორიული მასალა.
2006 წელს გამოიცა ვალერი სილოგავას მონოგრაფია „ოშკი X საუკუნის, მემორიალური ტაძარი“, რომელშიც მოცემულია ოშკის ტაძარში გამოვლენილი ორი სტელის და მათი წარწერების პუბლიკაცია.
ვალერი სილოგავა წლების მანძილზე მუშაობდა მინაწერი დოკუმენტების, როგორც საისტორიო წყაროს შესწავლაზე. მან სხვადასხვა დროს გამოავლინა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა არაერთი მინაწერი დოკუმენტი, მათ შორის, საგულისხმოა გამოცემა - „კორიდეთის საბუთები (XI-XIII)“ (1989), რომელშიც ავტორმა გამოაქვეყნა კორიდეთის ბერძნული ოთხთავის ხელნაწერის გვერდების არშიებზე, ან ძირითადი ტექსტისგან თავისუფალ გვერდებზე მინაწერი ქართული ისტორიული საბუთები, რომლებიც მნიშვნელოვანი წყაროა სამხრეთ საქართველოს ისტორიისათვის. აგრეთვე, აღნიშნულ საკითხს ეხება ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები (2001).
აღმოჩენა ოშკის ტაძარში
2003 წლის 6 ნოემბერს, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსის თეოდორეს ლოცვა კურთხევითა და დახმარებით ექსპედიცია გაემგზავრა ტაო-კლარჯეთში, ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო ვალერი სილოგავა, მასთან ერთად იმყოფებოდა თურქოლოგიროინ ყავრელიშვილი. ექსპედიცის დროს ოშკის ტაძარში მცველისა და მისი ახლობლების დახმარებით მოიხსნა ჯამესაგან დარჩენილი უფუნქციო კედლის ნაშთი და ამ კედლის ქვეშ აღმოჩნდა ორი სტელა, რომელიც მასზე მოცემული წარწერის მიხედვით ქვახატად იწოდება.
ერთ სტელაზე გამოსახულია ღვთიმსშობელი ყრმით და დავით კურაპალატი, ხოლო მეორე სტელაზე კი გამოსახულია წმინდა იოანე ნათლისმცემელი და დავით კურაპალატის ძმა - ბაგრატ ერისთავთერისთავი. სტელაზე დავით კურაპალატის თავის ორივე მხარეს ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „დავით მონაჲ ღმრთისაჲ, მეფეი ჩუენი, ძე ადარნასე კურაპალატისაი, ადიდენ ღმერთმან“. ორივე ქვა-ხატი წარწერების მიხედვით თარიღდება 963-973 წლებით. პირველი სტელის სიმაღლეა – 157 სანტიმეტრი, ხოლო მეორე კი 130 სანტიმეტრია.
ამჟამად, ეს ორი სტელა არზრუმის მუზეუმის საგამოფენო დარბაზშია დაცული.
ჯილდოები
ვალერი სილოგავამ, 2009 წელს, საქართველოს მეცნირებათა აკადემიის პირველად გამოცხადებულ კონკურსში მოიპოვა - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, ნაშრომისთვის „სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა“.
ქართული წარწერების კორპუსი, II. დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკ. I (IX-XIIIსს.), თბ., 1980, 228 გვ., სურ. 1-157.
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I. ქართული ისტორიული საბუთები, IX-XIსს., შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984, 419 გვ.
უშგული (თანაავტორი რ. ყენია), თბ., 1986, 132 გვ. ტაბ. 1-71.
სვანეთის წერილობითი ძეგლები, I. ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები, თბ., 1986, 306 გვ., ტაბ. 1-184.
სვანეთის წერილობითი ძეგლები, II. ეპიგრაფიკული ძეგლები, თბ., 1988, 694 გვ., ტაბ. 1-115, ჩასაკრავი ტაბ. I, II.
კორიდეთის საბუთები (X-XIIIსს.), თბ., 1989, 57გვ. 24 ტაბ.
წარწერები გარეჯის მრავლწყაროდან (IX-XIIIსს.), თბ., 1999, 332 გვ; ტაბ. 1-XL.
ბოლნისის უძველესი ქართული წარწერები, თბ., 1994, 117 გვ., ტაბ. 1-23.
კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა, თბ., 1994, 131 გვ., ტაბ. I-XXXV.
ბეთანისის წარწერები, თბ., 1994, 64 გვ., სურ. 1-13.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. კატალოგი-გზამკვლევი, ახალციხე, 2000, 176 გვ.
ქვემო ქართლის წარწერები (ზოგადი მიმოხილვა) კრ. „დმანისი“, II, თბ., 2000, გვ. 214-313.
ბაღვაშთა ფეოდალური სახლის მემორიალური წიგნები და მათი ანდერძ-მოსახსენებლები, კრ. Dedicatio, ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2001, გვ. 223-286; 494-495 (ინგლ. რეზიუმე).
ანისის და ყარსის ქართული ეპიგრაფიკა (მოკლე მიმოხილვა), კრ. „ახალციხე-ყარსი“ (სიმპოზიუმის შრომები), ახალციხე-ყარსი, 2001, გვ. 13-52 (ქართულ და თურქულ ენებზე).
ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფები, XI-XIIIსს. თბ., 2003, 52 გვ; სურ. 1-28.
ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2003, 192 გვ.
სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2004, 372 გვ., 80 სურ.
საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), თბ., 2006, 358 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
ოშკი – X ს. მემორიალური ტაძარი, თბ., 2006, 378 გვ. + 54 ფერადი ტაბულა.
საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან „ვარდების რევოლუციის“ ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი (თანაავტორი – კ. შენგელია), მეორე, შევსებული და შესწორებული გამოცემა, თბ., 2007, 429 გვ. + 96 ფერადი ტაბულა.
ტაო-კლარჯეთი, თბ., 2006/2007 (თანაავტორი – კ. შენგელია).
History of Georgia, From the Ancient Times Through the „Rose Revolution“, Tbilisi, 2007, 294 გვ. (თანაავტორი კ. შენგელია).
საქართველოს ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვეობის ჩათვლით, კონსპექტური სალექციო კურსი, თბ., 2008, 372გვ. მესამე განახლებული და შევსებული ქართული გამოცემა (თანაავტორი კ. შენგელია).
ჟამთააღმწერელი, „ასწლოვანი მატიანე“ (ნაწყვეტი _ ხელნაწერი H-1067), თბ., 2009, 218 გვ. (რეზ. ინგლ. და რუს. ენებზე).
ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმისადმი, თბ., 2010, 166 გვ. (რეზ. რუს და ინგ. ენებზე). მეორე, შევსებულ-შესწორებული გამოცემა.