ვალდივიის საერთაშორისო კინოფესტივალი (ესპ. Festival Internacional de Cine de Valdivia (FICV o FICVALDIVIA)) — ფილმების ჩვენება და შეჯიბრება, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ჩილეს ქალაქ ვალდივიაში.
ფესტივალი 1993 წელს, ჩილეს აუსტრალ უნივერსიტეტის კინოთეატრ Cine Club-ის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად დაიწყო. ფესტივალი თავიდან ორიენტირებული იყო ეკოლოგიის თემატიკაზე, ამის მიხედვით შეირჩა მთავარი პრიზი — პუდუ (სამხრეთ ჩილეში მცხოვრები პატარა ზომის ირემი). 2001 წლიდან დაემატა სრულმეტრაჟიანი ფილმების კონკურსი და ღონისძიება იქცა ქვეყნის მთავარ კინომოვლენად.