ესტონეთი არის ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა ტყიანი ქვეყანა. ის არის პალეარქტიკის ეკოზონის და ზომიერი ჩრდილოეთ ატლანტიკური საზღვაო ეკორეგიონის ნაწილი.[1]
ფიტოგეოგრაფიული თვალსაზრისით ესტონეთი მოქცეულია ცირკუმბორეალურ რეგიონსა და ბორეალურ სამეფოს შორის. ბუნების მსოფლიო ფონდის მიხედვით ესტონეთი ეკუთვნის მცირე შერეული ტყეების ეკორეგიონს.
ესტონეთის მცირე მოსახლეობა და დიდი ტყის მასივები სხვა ცხოველებთან ერთად გადარჩენის საშუალებას აძლევს ისეთ სახეობებსაც როგორიცაა: ფოცხვერი, გარეული ღორი, მურა დათვი და ლოსი.[2] ითვლება, რომ ესტონეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მგელი ცხოვრობს.[3] ესტონეთში გავრცელებულია ისეთი იშვიათი ზღვის ფრინველები როგორიცაა: ციმბირული გაგა (Polysticta stelleri), მცირე თეთრ-გულა ბატი (Anser erythropus) და შავ-კუდა ლიმოსა (Limosa limosa). ხმელეთზე ცხოვრობენ ისეთი ფრინველები როგორიცაა: გოჭა (Gallinago media), ღალღა (Crex crex) და ევროპული ყაპყაპი (Coracias garrulus). დიდი მტაცებელი ფრინველებიდან გავრცელებულია მყივანი არწივი. ესტონეთსს აქვს ხუთი ეროვნული პარკი, მათში უდიდესია ლაჰემაი.
უხერხემლო ცხოველები
ქვემოთ მოცემულია უხერხემლო ცხოველების რაოდენობა ჯგუფების მიხედვით.[4]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო