ლაჰემაა — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ესტონეთში, დედაქალაქ ტალინიდან 70 კმ-ით აღმოსავლეთით. მოიცავს 725 კმ² ტერიტორიას. შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1971 წელს. ფართობის მხრივ უდიდესია ესტონეთში და ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ძირითადი დანიშნულებაა დაცვა, კვლევა და ჩრდილოეთევროპული ლანდშაფტის, ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ეროვნული საგანძურის ხელშეწყობა.
ლაჰემაა ესტონეთის ერთ-ერთი უმთავრესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. მისი 70%-ზე მეტი ტყეებითაა დაფარული, მდიდარია ფლორა და ფაუნა; მრავლადაა ჭაობი. გაყვანილია ტურისტული ბილიკები.
გალერეა
რესურსები ინტერნეტში