სტატია ეხება ერაყის მოსახლეობის ისეთ დემოგრაფიულ მონაცემებს როგორიცაა: მოსახლეობის სიმჭიდროვე , ეთნიკური შემადგენლობა , განათლების დონე, ჯანმრთელობა, ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება და სხვა.
2014 წლის ივლისის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 32 585 692 ადამიანს.[ 1] მათ შორის უმეტესობა (75-80 %) არაბია , სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფია ქურთები (15-20 %), არიან ასევე სხვა მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფებიც (5 %). მოსახლეობის 99% მუსლიმია , 0.% ქრისტიანი , ხოლო 0.2 % სხვა აღმსარებლობის.
გაეროს სტატისტიკური მონაცემები[ 2]
პერიოდი
წელიწადში ცოცხლად შობილი
სიკვდილი წელიწადში
ბუნებრივი ცვლილება წელიწადში
მკვდრად შობადობის ინდექსი (1000 დაბადებულზე)
სივდილიანობა 1000-ზე
ბუნებრივი ცვლილების ინდექსი (1000-ზე)
ნაყოფიერების ინდექსი (ბავშვების რაოდენობა ერთ ქალზე)
ჩვილების გარდაცვალების ინდექსი (1000 დაბადებულზე)
1950-1955
327 000
158 000
169 000
53.2
25.8
27.5
7.30
197.6
1955-1960
297 000
133 000
164 000
42.6
19.1
23.5
6.20
152.9
1960-1965
343 000
122 000
221 000
43.3
15.4
27.9
6.60
120.7
1965-1970
430 000
121 000
309 000
46.5
13.1
33.4
7.40
96.0
1970-1975
475 000
121 000
354 000
43.6
11.1
32.5
7.15
76.4
1975-1980
526 000
124 000
402 000
41.2
9.8
31.5
6.80
60.4
1980-1985
571 000
185 000
387 000
39.1
12.6
26.5
6.35
48.9
1985-1990
638 000
132 000
505 000
38.8
8.0
30.8
6.15
41.8
1990-1995
719 000
105 000
614 000
38.2
5.6
32.6
5.80
43.4
1995-2000
836 000
119 000
717 000
37.9
5.4
32.5
5.40
38.1
2000-2005
960 000
144 000
816 000
37.5
5.6
31.9
5.12
35.9
2005-2010
1 079 000
187 000
892 000
36.6
6.3
30.2
4.86
34.6
ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები
ერაყის ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები შიიტი არაბები
სუნიტი არაბები
ქურთები
ასირიელები
ეზიდები
ერაყელი თურქმენები
ერაყის ძირითად ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ ერაყელი არაბები. ისინი მოსახლეობის 2/3 შეადგენენ და ძველი მესოპოტამიელების შთამომავლებად მიიჩნევიან. ერაყელი ანუ მესოპოტამიელი არაბები საუბრობენ მესოპოტამიურ არაბულად .
ერაყელი არაბები (მათ შორის: პალესტინელები , ჭაობის არაბები , ბედუინები და სხვა არაბული ჯგუფები) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 75-80 %-ს. ქურთები (მათ შორის: ფეილის ქურთები , ეზიდები , შაბაკები და კაკაები ) შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 15-20 %-ს. ასევე არიან შედარებით მცირე რიცხოვანი ეთნიკური ჯგუფები: თურქულენოვანი ხალხები - 5 %, ასურელები - 2 %, სხვა (სომხები , ჩერქეზები , ერაყელი აჯამები , მანდეიები , საბიები , ბაჰაისტები , აფრო-ერაყელები და დომები ) - 1 %.[ 1]
დემოგრაფიული მონაცემები
ასაკობრივი სტრუქტურა
0-14 წელი: 37.6 % (კაცი 5 959 562/ ქალი 5 751 970)
15-64 წელი: 59.3 % (კაცი 9 355 176/ ქალი 9 094 953)
65 წელი და ზევით: 3 % (კაცი 376 700; ქალი 423 295) (2006 წელი.)
საშუალო ასაკი
სულ: 21.3 წლის
კაცი: 21.2 წლის
ქალი: 21.4 წლის (2013 წელი.)
მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელი
2.23% (2014 წელი.)
ჯანდაცვის ხარჯი
მშპ-ს 8.4% (2011)
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო