ემილ ადოლფ ბერინგი

ემილ ადოლფ ბერინგი
გერმ. Emil Adolf von Behring

დაბ. თარიღი 15 მარტი, 1854(1854-03-15)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი Ławice, Kreis Rosenberg in Westpreußen, West Prussia
გარდ. თარიღი 31 მარტი, 1917(1917-03-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (63 წლის)
გარდ. ადგილი მარბურგი, Hesse-Nassau[9]
დასაფლავებულია Behring-Mausoleum[10]
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
 პრუსიის სამეფო
საქმიანობა იმუნოლოგი, ექიმი, არამხატვრული მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიოლოგი და bacteriologist
მუშაობის ადგილი მარბურგის უნივერსიტეტი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი და შარიტე
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები იოჰანეს ანდრეას გრიბ ფიგერი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[9]
მეუღლე Else von Behring
ჯილდოები ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში[11] [12] , ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Cameron Prize of the University of Edinburgh

ემილ ადოლფ ფონ ბერინგი (გერმ. Emil Adolf von Behring; დ. 15 მარტი, 1854, ჰანსდორფი, პრუსია, ახლანდ. სოფ. ლავიცე, პოლონეთი, — გ. 31 მარტი, 1917, მარბურგი, გერმანია) — გერმანელი ბაქტერიოლოგი, იმუნოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სეროთერაპიის დარგში გაწეული სამუშაოსთვის 1901 წელს, პირველად ისტორიაში, მიიღო ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში. ბერინგის მიერ აღმოჩენილმა პასიურმა იმუნიზაციამ დიდი გავლენა იქონია სეროთერაპიის განვითარებაზე.

ბიოგრაფია

სამედიცინო განათლება მიიღო ბერლინში, კაიზერ ვილჰელმის სამხედრო აკადემიაში (დაამთავრა 1878 წელს). პრუსიის სამეფოს სამხედრო-სამედიცინო კორპუსში 10-წლიანი სამსახურის შემდეგ, 1889 წლიდან მუშაობდა ასისტენტად რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის, შემდეგ კი ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტში. აქ იაპონელ ბაქტერიოლოგ კიტასატო შიბასაბუროსთან ერთად აღმოაჩინა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის მოქმედება (შრატს მათ „ანტიტოქსინი“ უწოდეს) და მისი ანალოგიით მიიღო ანტიდიფთერიული შრატი, რომელიც საბოლოოდ პაულ ერლიხთან ერთად განავითარა. შემდგომში ორ მეცნიერს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.[13] 1892 წლიდან ანტიდიფთერიული შრატის წარმოება დაიწყო და დიფთერიის სტანდარტული მკურნალობის ნაწილი გახდა, რამაც მკვეთრად შეამცირა ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა. ამავე წელს ბერინგმა გამოაქვეყნა მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი „სისხლის შრატით მკურნალობის პრაქტიკული ამოცანები“ (გერმ. Die praktischen Ziele der Blutserumtherapie).

1893 წელს ბერინგი პროფესორად აირჩიეს. 1894 წელს ლექციებს კითხულობდა ჰალეში, 1895 წლიდან კი მუშაობდა მარბურგში მის მიერვე დაარსებულ ექსპერიმენტული თერაპიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ბერინგი ფინანსურად იყო დაკავშირებული ქიმიური საღებავების მწარმოებელ ფირმა Farbwerke Meister, Lucius und Brüning-თან (ჰიოხსტი, ახლანდ. მაინის ფრანკფურტის ერთ-ერთი რაიონი), რომელიც შემდგომში ფარმაცევტულ კომპანიად გარდაიქმნა. ფირმამ მეცნიერს საკუთარი ლაბორატორიები დაუთმო კვლევებისთვის, რომელიც, სხვათა შორის, ტუბერკულოზსაც ეხებოდა. 1901 წელს სეროთერაპიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და დიფთერიის საწინააღმდეგო შრატის შექმნისთვის მიენიჭა ნობელის პრემია. ამგვარად, ბერინგი გახდა პირველი, ვინც ეს ჯილდო მიიღო ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. ამჯერად ნობელის პრემიის გარეშე დარჩა პაულ ერლიხი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ანტიდიფთერიული შრატის შექმნაში (ერლიხმა ნობელის პრემია 1908 წელს მიიღო). ბერინგის ნობელის მედალი ამჟამად ჟენევაში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის მუზეუმში ინახება.

ბერინგი არჩეული იყო იტალიის, ოსმალეთის, საფრანგეთის, უნგრეთისა და რუსეთის სამეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრად. მიღებული ჰქონდა გერმანიის, საფრანგეთის, ოსმალეთისა და რუმინეთის სახელმწიფო ჯილდოები. 1901 წელს გერმანიის მთავრობის მიერ აყვანილი იქნა არისტოკრატულ რანგში (გვარზე „ფონ“ ნაწილაკის დამატების უფლებით), 1903 წელს კი დაინიშნა გერმანიის იმპერიის საიდუმლო საბჭოს წევრად. ასევე ჰქონდა „საიდუმლო სამედიცინო მრჩევლის“ (Geheimer Medizinalrat) და მარბუგრის საპატიო მოქალაქის (Ehrenbürger) წოდებები. გარდაიცვალა 1917 წელს.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Marburger Professorenkatalog — 2016.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. Base biographiqueBIU Santé.
  9. 9.0 9.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118654918 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Find a Grave — 1996.
  11. The Nobel Prize in Physiology or Medicine 1901Nobel Foundation.
  12. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  13. Linton, Derek S. (2005) Emil Von Behring: Infectious Disease, Immunology, Serum Therapy. American Philosophical Society, გვ. 197, 217. ISBN 9780871692559. 

Read other articles:

جان جيرودو (بالفرنسية: Jean Giraudoux)‏    معلومات شخصية اسم الولادة (بالفرنسية: Hippolyte Jean Giraudoux)‏  الميلاد 29 أكتوبر 1882[1][2][3][4][5][6][7]  بيلاك  الوفاة 31 يناير 1944 (61 سنة) [8][1][2][3][4][9][5]  باريس[10]  مواطنة فرنسا...

 

Агнешка Котлярскаяпольск. Agnieszka Kotlarska Дата рождения 15 августа 1972(1972-08-15) Место рождения Вроцлав, Польша Дата смерти 27 августа 1996(1996-08-27) (24 года) Место смерти Вроцлав, Польша Гражданство  Польша Супруг Ярослав Свентек Внешний вид Рост 176 см Цвет волос брюнетка  Медиаф...

 

Senatswahl in Olomouc, Tschechien, 2016 Die Senatswahl in Tschechien 2016 fand am 7. und 8. Oktober statt, die Stichwahl am 14. und 15. Oktober. Bei Senatswahlen wird immer ein Drittel des Senats des Parlaments der Tschechischen Republik neu gewählt, es wurden also 27 der 81 Mandate neu vergeben. Ergebnisse Wahlkreis alt neu gewählt Name Partei Name Partei % der Stimmen (Stichwahl) Karlovy Vary Jan Horník STAN Jan Horník STAN 66,17 Most Alena Dernerová S.cz Alena Dernerová S.cz 70,81 Plze

Stop OutDatos generalesNombre Stop Out Sports ClubFundación 1929 (94 años)InstalacionesEstadio Hutt ParkLower Hutt, Nueva Zelanda Titular Alternativo Última temporadaLiga Central Premier League(2014) - [editar datos en Wikidata] Stop Out es un equipo de fútbol de la ciudad de Lower Hutt, Nueva Zelanda que juega en la Central Premier League. Aunque la institución deportiva se inició en 1919, recién en 1929 se fundó el equipo de fútbol que a lo largo de historia ganó un...

 

José Rolz-BennettWakil Sekretaris-Jenderal Perserikatan Bangsa-Banga Bidang Politik KhususMasa jabatan1961–1971Sekretaris JenderalU ThantAdministrator Otoritas Eksekutif Sementara Perserikatan Bangsa-Bangsa untuk Wilayah Nugini BaratPejabatMasa jabatan1 Oktober 1962 – 15 November 1962PendahuluHenk Veldkamp(Pj. Gubernur Nugini Belanda)PenggantiJalal Abdoh Informasi pribadiLahir(1918-08-09)9 Agustus 1918 Quetzaltenango, GuatemalaMeninggal18 Desember 1972(1972-12-18) (umur 54)...

 

STKIP BantenMotoCerdas dan Berakhlak Mulia dengan Landasan Iman dan TaqwaJenisPerguruan Tinggi Swasta dibawah naungan Kemenristek DiktiDidirikan2007RektorS. Rosdiana Emi Yulia, M.M.Jumlah mahasiswa1.000 (per 2017)[1]AlamatJl. Ciruas - Walantaka KM. 1 Kota Serang Banten, Serang, Banten, IndonesiaWarnaHijau ToskaSitus web[2], [www.pmb.stkip-banten.ac.id] Sekolah Tinggi Keguruan dan Ilmu Pendidikan Banten, disingkat STKIP Banten, adalah sebuah perguruan tinggi di Indonesia. Kampus utaman...

هذه المقالة تحتاج للمزيد من الوصلات للمقالات الأخرى للمساعدة في ترابط مقالات الموسوعة. فضلًا ساعد في تحسين هذه المقالة بإضافة وصلات إلى المقالات المتعلقة بها الموجودة في النص الحالي. (أغسطس 2019) منتخب بريطانيا العظمى لاتحاد الرغبي للسيدات بلد الرياضة المملكة المتحدة  تا...

 

2001 single by Alan Jackson It's Alright to Be a RedneckSingle by Alan Jacksonfrom the album When Somebody Loves You B-sideA Love Like ThatReleasedNovember 5, 2001GenreCountryLength2:44LabelArista Nashville 69102Songwriter(s)Bill KennerPat McLaughlinProducer(s)Keith StegallAlan Jackson singles chronology Where I Come From (2001) It's Alright to Be a Redneck (2001) Where Were You (When the World Stopped Turning) (2001) It's Alright to Be a Redneck is a song written by Bill Kenner and Pat McLau...

 

Vienna U-Bahn station TroststraßeGeneral informationLocationFavoriten, ViennaAustriaCoordinates48°10′08″N 16°22′49″E / 48.1690°N 16.3803°E / 48.1690; 16.3803Line(s)HistoryOpened2 September 2017Services Preceding station Wiener Linien Following station Altes Landguttoward Oberlaa U1 Reumannplatztoward Leopoldau Troststraße is a station of the line U1 of the Vienna U-Bahn, located under the Favoritenstraße in Favoriten, the 10th district of Vienna, Austria...

Pour les articles homonymes, voir Automobile Club. Mobilité Club France Situation Création 8 avril 1900 Ancien nom Automobile Club Association Type Association Siège 38 avenue du Rhin Strasbourg Coordonnées 48° 34′ 20″ N, 7° 45′ 53″ E Langue Français Organisation Président Didier Bollecker Président délégué à la mobilité et à l’environnement Christian Gerondeau Organisations affiliées FIA Site web Automobile Club Association modifier...

 

Bhutanese Lama (1594–1651) Not to be confused with Ngawang Namgyal (Rinpungpa). Zhabdrung in a seventeenth-century painting Ngawang Namgyal (later granted the honorific Zhabdrung Rinpoche, approximately at whose feet one submits) (Tibetan: ཞབས་དྲུང་ངག་དབང་རྣམ་རྒྱལ་, Wylie: zhabs drung ngag dbang rnam rgyal; alternate spellings include Zhabdrung Ngawang Namgyel; 1594–1651) and known colloquially as The Bearded Lama, was a Tibetan Buddhist l...

 

Electro-lounge band based in Dallas, Texas A major contributor to this article appears to have a close connection with its subject. It may require cleanup to comply with Wikipedia's content policies, particularly neutral point of view. Please discuss further on the talk page. (November 2009) (Learn how and when to remove this template message) Shock of PleasureBackground informationOriginDallas, Texas, United StatesGenresElectronica, pop, trip hop, downtempoYears active2004–presentLabelsExe...

Administrative division of the Russian Empire For the original Azov Governorate established in 1708, see Voronezh Governorate. Azov GovernorateАзовская губернияGovernorate of Russian Empire1775–1783HistoryHistory • Established 1775• Disestablished 1783 Succeeded by Voronezh Governorate Today part ofUkraineRussia Azov Governorate (Russian: Азовская губерния, Azovskaya guberniya) was an administrative division (a guberniya) of the Russian Emp...

 

Dragon House (Vietnamese: Bến Nhà Rồng) or Ho Chi Minh Museum is the original commercial port of Saigon. It is located on the Saigon River. Construction began in 1862 and more than a year later, in 1863, the house was completed. It is located at the junction of the Saigon River in District 4. On 5 June 1911, Ho Chi Minh (at the time named Nguyen Tat Thanh) departed from the Dragon House on the French ship Amiral de Latouche-Tréville for a 30-year journey around the world. Therefore, in ...

 

هذه المقالة يتيمة إذ تصل إليها مقالات أخرى قليلة جدًا. فضلًا، ساعد بإضافة وصلة إليها في مقالات متعلقة بها. (مايو 2019) باب سيري ديا   معلومات شخصية الميلاد 19 أغسطس 1980 (43 سنة)  داكار  الطول 1.83 م (6 قدم 0 بوصة) مركز اللعب مهاجم الجنسية السنغال  المسيرة الاحترافية1 س...

Constituency in Russia Nevinnomyssk single-member constituency Constituency of the Russian State DumaDeputyOlga TimofeyevaUnited RussiaFederal subjectStavropol KraiDistrictsAndropovsky, Izobilnensky, Kochubeyevsky, Nevinnomyssk, Novoalexandrovsky, Shpakovsky (Deminsky, Novomaryevskaya, Sengileyevsky, Tatarsky, Temnolessky, Tsimlyansky, Verkhnerussky), Stavropol (Promyshlenny)Other territoryEstonia (Tallinn-1)[1]Voters455,011 (2021)[2] The Nevinnomyssk constituency (No.66) is a...

 

National anthem of Paraguay Himno Nacional ParaguayoTetã Paraguái MomorãhéiEnglish: Paraguayan National AnthemNational anthem of  ParaguayLyricsFrancisco Acuña de Figueroa, 1846MusicFrancesco Casale, 1850s (arranged by Remberto Giménez, 1933)Adopted1846Audio sampleU.S. Navy Band instrumental version (intro, one verse and chorus)filehelp The Paraguayan National Anthem (Spanish: Himno Nacional Paraguayo, Guarani: Tetã Paraguái Momorãhéi) is the national anthem of Paraguay. T...

 

Australian politician For the Australian cricketer, see William Carlton (cricketer). Bill CarltonPersonal detailsBorn(1894-05-02)2 May 1894Newcastle, New South WalesDied30 January 1949(1949-01-30) (aged 54)Concord, New South WalesPolitical partyLabor Party, Australian Labor Party (NSW) William Joseph Carlton (2 May 1894 – 30 January 1949) was an Australian politician and a member of the New South Wales Legislative Assembly between 1935 and his death. He was a member of the Australian L...

American politician Harris Merrill PlaistedBrady-Handy photo circa 1875. Library of Congress.38th Governor of MaineIn officeJanuary 13, 1881 – January 3, 1883Preceded byDaniel F. DavisSucceeded byFrederick RobieMember of the U.S. House of Representativesfrom Maine's 4th district districtIn officeSeptember 13, 1875 – March 3, 1877Preceded bySamuel F. HerseySucceeded byLlewellyn PowersMaine Attorney GeneralIn officeJanuary 1, 1873 – December 1, 1...

 

平和の聖母大聖堂(西)の外観 平和の聖母大聖堂の内部 平和の聖母 地図 平和の聖母大聖堂 (へいわのせいぼだいせいどう、英語: Cathedral Basilica of Our Lady of Peace, Honolulu)または平和の聖母司教座バジリカは、アメリカ合衆国ハワイ州のオアフ島ホノルル市中心部にある、カトリック教会サンフランシスコ大司教区ホノルル司教区(Roman Catholic Diocese of Honolulu)の司教...

 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!