ელექტროსადგური — სამრეწველო საწარმო, რომელიც პირველადი რესურსის ენერგიის გარდაქმნის ხარჯზე აწარმოებს ელექტროენერგიას, ხოლო ზოგ შემთხვევაში თბოენერგიასაც.
ენერგიის წყაროს მიხედვით არსებობს შემდეგი სახით ელექტროსადგურები:
თითქმის ყველა ტიპის ელსადგურზე ხდება პირველადი ენერგიის გარდაქმნა მექანიკურ ენერგიად. ამ ენერგიას მოძრაობაში მოყავს ე.წ „პირველადი ამძრავი“ — ტურბინა. ტურბინა თავის მხრივ აბრუნებს გენერატორს, რომელიც ტურბინის მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. გენერატორად, ჩვეულებრივ, გამოიყენება სამფაზა სინქრონული მანქანები. მათ მიერ გენერირებული სიმძლავრის ძაბვა, როგორც წესი, არ აღემატება 30 კვ-ს. ასეთი ძაბვით ელექტროენერგიის გადაცემა გამოიწვევს დიდ დანაკარგებს. ამიტომ, ელექტრულ სადგურებში დამონტაჟებულია ამწევი ტრანსფორმატორები, რომლებიც გადასაცემი ენერგიის ძაბვას ამაღლებენ 110÷1150 კვ-მდე.