აქტიური მებრძოლი ნარკოვაჭრობასთან, ფონდ „ქალაქი ნარკოტიკების გარეშე“ დამაარსებელი, პოეტი და მეწარმე. რუსეთის მხატვართა აკადემიის საპატიო წევრი; რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი. დაკავებულია წიგნების გამომცემლობით, ხატებისა და ნახატების შეგროვებით; აქვს სპორტის ოსტატის წოდება.
ეკატერინბურგის მერის არჩევნები (2013)
2013 წლის 19 ივლისს როიზმანი, ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ[6][7] დათანხმდა და გახდა „სამოქალაქო პლატფორმის“ ადგილობრივი განყოფილების კანდიდატი ეკატერინბურგის მერის არჩევნებზე.[8] იმავე დღეს მან შეიტანა დოკუმენტები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელმაც 28 ივლისს იგი კანდიდატად დაარეგისტრირა. 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკითხვის თანახმად, ეკატერინბურგის მერობის კანდიდატთა შორის როიზმანს ყველაზე მარალი რეიტინგი, 26,5% ჰქონდა.[9] წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში როიზმანის წინააღმდეგ მიდიოდა შავი პიარი როგორც რეგიონალურ, ისეევე ფედერალურ დონეზე (მაგალითად, მის წინააღმდეგ გამოვიდა გადაცემა „ჭეშმარიტების მომენტის“ წამყვანი ანდრეი კარაულოვი).[10] თუმცა, 2013 წლის არჩევნების შემდეგ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, როიზმანის წინააღმდეგ წარმართული კამპანია მხოლოდ ამომრჩეველთა 44 პროცენტამდე მივიდა;[10] მათგან 74-მა პროცენტმა ჩათვალა, რომ მიღებული ინფორმაცია სანდო არ იყო.[10] საბოლოო ჯამში, ნეგატიურმა პიარ-კამპანიამ როიზმანის მხარდაჭერა მხოლოდ გაზარდა.[10]
მერის არჩევნებზე როიზმანმა ხმების 33,3% მიიღო.[1][2][3][4]2013 წლის 24 სექტემბერს ეატერინბურგის საქალაქო დუმამ იგი მერის თანამდებობაზე დაამტკიცა.[11]
მერის თანამდებობაზე
მერის თანამდებობაზე ყოფნისას, თავის კაბინეტში როიზმანმა პრეზიდენტის პორტრეტის მაგივრად პოეტ იოსებ ბროდსკის პორტრეტი ჩამოკიდა.[12]
2013 წლის 5 დეკემბერს გამოვიდა ინიციატივით, ეკატერინბურგისთვის ფედერალური მნიშვნელობის ქალაქის სტატუსი მიენიჭებინათ.[13] ამგვარი იდეით გამოდიოდნენ მისი წინამორბედი მერის თანამდებობაზე, არკადი ჩერნეცკი და „რუსეთის ქალაქების პარტიის“ წარმომადგენლები.[14][15] ინტერნეტ-პორტალ „Znak.com“-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, 82 პროცენტმა მხარი დაუჭირა როიზმანის ინიციატივებს.[16]
როიზმანი მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის შემოღებას იმ ქვეყნებთან, რომლებშიც ნარკოტრაფიკი გადის.[17]
მერის პოსტზე ყოფნისას, სკეპტიკურად უყურებდა „მსოფლიო გამოფენა 2020“-ის ჩატარებას ქალაქში; მისი თქმით, ქალაქი დამარცხდა კორუფციული სკანდალების გამო.[18][19] თავიდან, იგი გამოდიოდა ეკატერინბურგის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციის საწინააღმდეგოდ. ფედერალურ ხელისუფლებას მან საზოგადოების მიერ შეთავაზებული ვარიანტების განხილვა ან სტადიონის სხვა ადგილას აშენება სთხოვა.[20] საბოლოო ჯამში, იგი დათანხმდა სტადიონის რეკონსტრუქციის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარეობას. ეს ნაბიჯი მან იმით ახსნა, რომ მსგავსად ცენტრალურისა, ახალი სტადიონის შენახვაც აუცილებელი იქნებოდა. აგრეთვე, მისი თქმით, ქალაქისთვის აუცილებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატი, რადგანაც ამ მოვლენის გამო ქალაქში უნდა გაჩნდეს ახალი გზები, ახალი ტრანსპორტი და შეიძლება მეტროს მეორე ხაზიც კი.[21])[22][23]
2014 წლის 22 თებერვალს მონაწილეობა მიიღო „ბოლოტნის საქმეზე“ დაპატიმრებულების მხარდასაჭერ პიკეტში, ხოლო 15 მარტს — მედიის ცენზურისა და რუსეთის უკრაინასთან მიმართებაში ქმედების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაში.[24][25]
2014 წლის მარტში, სხვებთან ერთად, ხელი მოაწერა ანდრეი მაკარევიჩის (რომელმაც გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები უკრაინაში) დასაცავ მიმართვას.[26][27]
2014 წლის მარტში დადგინდა, რომ არჩევნების შემდეგ, როიზმანის რეიტინგი სამჯერ გაიზარდა.[28]2014 წლის 21 ივლისს დააკავეს როიზმანის თანამომსახურე, ოლეგ სინევი, რომელსაც პენსიონერის მკვლელობას ედავებოდნენ. როიზმანის კაბინეტში ჩხრეკა ჩატარდა, ხოლო თვითონ მერი დაკითხვაზე დაიბარეს.[29]
2018 წლის 22 მაისს როიზმანმა ეკატერინბურგის საქალაქო დუმას გადადგომის თხოვნით მიმართა.[30][31] ამის მიზეზი იყო დუმას ადრინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქალაქში მერის პირდაპირი არჩევნები უნდა გაუქმებულიყო.
პირადი ცხოვრება
მეუღლე, იულია კრუტეევა (დ. 1966) არის მისი ორი ქალიშვილის დედა და ეკატერინბურგში მდებარე გალერეა „Арт-Птица“-ს მფლობელი.[32]
2014 წლის 21 აგვისტოს როიზმანსა და მის ახალ მეუღლეს, აქსანა პანოვა (პორტალ „Znak.com“-ის შეფ-რედაქტორს) ტყუპები შეეძინათ. პანოვა და როიზმანი ერთამენთს 2011 წელს დაუახლოვდნენ. მერის არჩევნებისას, პანოვა როიზმანის შტაბის ხელმძღვანელი იყო.[33]
კრიტიკა
ალექსანდრე ვერხოვსკის თქმით, როიზმანი ცნობილია არა მარტო ნარკომანიასთან ბრძოლის ექსტრემისტული მეთოდებით და რასისტული შეხედულებებით.[34]გალინა კოჟევნიკოვას თქმით, როიზმანის ფონდი „ქალაქი ნარკოტიკების გარეშე“ აქტიურ ანტი-ბოშურ და ანტი-ტაჯიკურ პროპაგანდას ეწევა.[35] მისივე თქმით, როიზმანი დაკავებულია ანტი-კავკასიური და ანტი-ბოშური პროპაგანდით.[36]