ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტია აგრეთვე ცნობილი როგორც მეორე ეგვიპტური სატრაპია ----- აქემენიანთა იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია ძვ.წ. 343 წლიდან ძვ.წ. 332 წლამდე იყო. რამდენიმეწლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ, რის დროსაც ეგვიპტეში სამსა დინასტიამ იმეფა (28-ე, 29-ე და 30-ე დინასტიები), არტაქსერქსე III-მ (ძვ.წ. 358 - ძვ.წ. 338) ხელახლა დაიპყრო ეგვიპტე და დაიწყო ეგვიპტეში სპარსელთა მეორე მმართველობა, რომელიც ეგვიპტის ოცდამეთერთმეტე დინასტიის სახელითაა ცნობილი.
ისტორია
სატრაპები
ისტორიისთვის უცნობია თუ ვინ იყო ეგვიპტის სატრაპი არტაქსერქსე III-ის დროს, თუმცა ცნობილია, რომ დარიოს III-ის (ძვ.წ. 336 – ძვ.წ. 330) დროს ეს თანამდებობა საბასეს ეკავა, რომელიც ძვ.წ. 333 წელს ისოს ბრძოლაში გარდაიცვალა. საბაკე გარდაცვალების შემდეგ მაზასესმა ჩაანაცვლა. ძვ.წ. 332 წელს მაზასესმა ეგვიპტის სატრაპი ალექსანდრე მაკედონელს უბრძოლველად ჩააბარა. მას შემდეგ რაც სპარსეთის იმპერია დაეცა და აქემენიანთა მმართველობა დასრულდა, ეგვიპტი ალექსანდრეს იმპერიის სატრაპია გახდა და არგეადების დინასტიის მმართველობა დაიწყო. მოგვიანებით ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგ ეგვიპტე დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბდა და მმართველობაში პტოლემეების დინასტია მოვიდა.
დემოგრაფია
წყაროები
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში