დოღლაურის ვაკე

დოღლაურის ვაკე
კოორდინატები: 42°02′53″ ჩ. გ. 43°45′15″ ა. გ. / 42.04806° ჩ. გ. 43.75417° ა. გ. / 42.04806; 43.75417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ქარელის მუნიციპალიტეტი
ხაშურის მუნიციპალიტეტი
დოღლაურის ვაკე — საქართველო
დოღლაურის ვაკე

დოღლაურის ვაკე, დოღლაურის ველი — ვაკე საქართველოში, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში.[1]

წარმოადგენს შიდა ქართლის ვაკის დასავლეთ ნაწილს. განფენილია მდინარე ლიახვის დასავლეთით. აკუმულაციური ვაკეა, აგებულია მეოთხეული ფხვიერი ნალექებით, შექმნილია ძირითადად ჭალისზედა ტერასით. დასავლეთით ლიხის ქედის მთისწინეთამდე აღწევს, სამხრეთით — მდინარე მტკვრამდე. ვაკე დასერილია მდინარე ფრონის სისტემის ხეობებითა და ხელოვნური არხებით. დოღლაურის ვაკეზე გაბატონებულია კულტურული ლანდშაფტი.[2]

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!