დიდი საბჭოთა ენციკლოპედია

„დიდი საბჭოთა ენციკლოპედია“

ენა რუსული ენა
გამომცემელი დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
გამოცემის თარიღი 1926
მომდევნო დიდი რუსული ენციკლოპედია

დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუს. Большая советская энциклопедия, БСЭ) — ერთ-ერთი ყველაზე ვრცელი და ყოვლისმომცველი ენციკლოპედია, გამოცემული საბჭოთა ენციკლოპედიის სახელმწიფო გამომცემლობის მიერ.

სულ გამოვიდა სამი გამოცემა. პირველი გამოცემა 65 ტომით (65.000 თემით, პლუს დამატებითი ტომი სსრ კავშირის შესახებ) გამოვიდა 1926–1947 წლებში, მთავარი რედაქტორი იყო ოტო შმიდტი (1941-მდე). მეორე გამოცემა 50 ტომით (100.000 თემა, პლუს დამატებითი ტომი) გამოიცა 1950–1958 წლებში; მთავარი რედაქტორები: სერგეი ვავილოვი (1951-მდე) და ბორის ვედენსკი (1969-მდე); ორი საინდექსო ტომი ამ გამოცემისთვის გამოიშვა 1960 წელს. მესამე გამოცემა დაიბეჭდა 1969–1978 წლებში და შეიცავდა 30 ტომს (100.000 თემა, პლუს საინდექსო ტომი, რომელიც 1981-ში გამოვიდა; ასევე ტომი 24 არის ორ წიგნად, ერთ-ერთი მათგანი სქელტანიანი წიგნია სსრ კავშირის შესახებ), 50 მილიონი სიტყვით, მთავარი რედაქტორი — ალექსანდრე პროხოროვი (1969-დან).

მესამე გამოშვება ითარგმნა ინგლისურად 1973 წლიდან. ყოველი ტომი ცალკე ითარგმნებოდა და საჭიროებდა საინდექსო ტომის გამოყენებას ყოველი თემის მოსაძებნად.

1957–1990 წლებში დიდი საბჭოთა ენციკლოპედიის ყოველწლიური გამოცემა იბეჭდებოდა, რომელშიც სტატიები და თემები საბჭოთა კავშირსა და მსოფლიო მოვლენებზე განახლებული ინფორმაციით შედიოდა.

პირველი ონლაინ გამოცემა, მესამე (ე.წ. წითელი) გამოცემის ტექსტისა და გრაფიკის ზუსტი რეპლიკა გამოსცა Rubricon.ru-მ 2000 წელს.

მეორე გამოცემის ტომები

სხვა საბჭოთა ენციკლოპედიები

დედნისეული და ქართული დასახელება ენა ტომი გამოშვების თარიღები Google
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ქართული 12 1975–1987
Українська радянська енциклопедія (უკრაინული საბჭოთა ენციკლოპედია) უკრაინული 17 1959–1965 EoU
Eesti nõukogude entsüklopeedia (ესტონური საბჭოთა ენციკლოპედია) ესტონური 8 1968–1976 ENE
Беларуская савецкая энцыклапедыя (ბელორუსული საბჭოთა ენციკლოპედია) ბელარუსული 12 1969–1975 БелСЭ
Енчиклопедия советикэ молдовеняскэ (მოლდავური საბჭოთა ენციკლოპედია) მოლდავური 8 1970–1981 ЕСМ
Ўзбек совет энциклопедияси (უზბეკური საბჭოთა ენციკლოპედია) უზბეკური 14 1971–1980
Қазақ совет энциклопедиясы (ყაზახური საბჭოთა ენციკლოპედია) ყაზახური 10 1972–1978 ҚазСЭ
Հայկական սովետական հանրագիտարան (სომხური საბჭოთა ენციკლოპედია) სომხური 13 1974–1987 ՀՍՀ
Түркмен совет энциклопедиясы (თურქმენული საბჭოთა ენციკლოპედია) თურქმენული 10 1974–1989 ТСЭ
Азәрбајҹан совет енсиклопедијасы (აზერბაიჯანული საბჭოთა ენციკლოპედია) აზერბაიჯანული 10 1976–1987 (АСЕ)
Lietuviškoji tarybinė enciklopedija (ლიტვური საბჭოთა ენციკლოპედია) (ლიეტუვური) 10 1976–1985 LTE
Кыргыз совет энциклопедиясы (ყირგიზული საბჭოთა ენციკლოპედია) ყირგიზული 6 1976–1980 КыргСЭ
Энциклопедияи советии тоҷик (ტაჯიკური საბჭოთა ენციკლოპედია) ტაჯიკური 8 1978–1988 (ЭСТ)
Latvijas padomju enciklopēdija (ლატვიური საბჭოთა ენციკლოპედია) ლატვიური 11 1981–1988 LPE

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 531.
  • დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, ა. მ. პროხოროვის რედაქციით (ნიუ-იორკი: მაკმილანი, ლონდონი: კოლიე მაკმილანი, 1974–1983), 31 ტომი, სამი საინდექსო ტომი.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!