დეინენ-ვან-ტექსელის ეროვნული პარკი (ნიდერლ. Nationaal Park Duinen van Texel) — ეროვნული პარკი ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე. შეიქმნა 2002 წელს. ფართობი 43 კმ². დიუნები კუნძულის დასავლეთ ნაწილშია წარმოდგენილი, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში პლაჟებია. ჯერ კიდევ, 1927 წელს ბოტანიკოსმა ტეისემ შექმნა ილუსტრირებული წიგნი, სადაც მიუთითებდა ამ ადგილის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე. არის მრავალი საფეხმავლო მარშრუტი. პარკის ტერიტორიას კვეთს აგრეთვე არაერთი ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკი. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში