დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი
42°14′25″ ჩ. გ. 42°53′57″ ა. გ. / 42.240306° ჩ. გ. 42.899278° ა. გ. / 42.240306; 42.899278
დაარსდა 1945
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა სოფ. ზედა სიმონეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, საქართველო
სტატუსი მემორიალური სახლ-მუზეუმი
ექსპონატი 1701[1]

დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი — ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა (1862–1931) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893–1986) სახლ-მუზეუმი საქართველოში, იმერეთში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სიმონეთში. აქ დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.[1]

დაფუძნდა 1945 წელს,[1] გაიხსნა 1949 წელს.[2] სახლ-მუზეუმის მთლიანი ფართობია 267 მ², მათ შორის მუდმივი ექსპოზიციისა — 180 მ².[1] დიდი ცისფერი იმერული ოდა დგას სოფლის შემაღლებულ ადგილზე, ხეებით გარშემორტყმულ გორაკზე. სახლში 1862 წელს დაიბადა და 1931 წელს გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი.[2]

ოდა ხუთოთახიანია. ამათგან სამში გამოფენილია მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ექსპონატები. მესამე ოთახი მემორიალურია, სადაც დგას საწოლი, რომელზეც გარდაიცვალა დავით კლდიაშვილი. ყველაფერი შემონახულია პირვანდელი სახით.[2] შენობა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის №3/181 ბრძანება).[1]

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი. georgianmuseums.ge. ციტირების თარიღი: 4 ივნისი, 2021
  2. 2.0 2.1 2.2 კლდიაშვილი ნ. დ., დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმი სოფ. სიმონეთში // დროშა : ჟურნ. / რედ. გრ. აბაშიძე, თბ.: საქ. კპ ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობა, ივლისი, 1956, № 7 (60), გვ. 11.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!