XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.