გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 874

გაეროს უს
რეზოლუცია 874

კონფლიქტის რეგიონი
თარიღი 14 ოქტომბერი 1993
სხდომა № 3292
კოდი S/RES/874 (დოკუმენტი)
თემა სომხეთი-აზერბაიჯანი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 874 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 14 ოქტომბერს. უშიშროების საბჭოს წინა 822-ე (1993) და 853-ე (1993) რეზოლუციების დადასტურების შემდეგ, საბჭომ შეშფოთება გამოხატა მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის გამო, საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობასა და შეძენისათვის ძალის გამოყენების დაუშვებლობის გარდა, საბჭომ მოუწოდა მხარეებს შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მიაღწიეს რუსეთის მთავრობისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის მეშვეობით.

საბჭომ, სამშვიდობო პროცესის მიმართ მხარდაჭერის გამოთქმის შემდეგ, მხარი დაუჭირა და მოუწოდა ეუთოს ორივე მხარესთვის წარდგენილ „სასწრაფო ნაბიჯების კორექტირებულ ვადის“ მიღებას, რომელსაც დაეთანხმა სომხეთი, თუმცა უარყო აზერბაიჯანმა, ხოლო ყარაბაღის ხელისუფლებამ გადადო მისი განხილვა.[1] მოგვიანებით, ყარაბაღის ხელისუფლებამ დაეთანხმა ამ წინადადებას, თუმცა აზერბაიჯანმა ისევ უარყო, რადგან „კორექტირებული ვადა“ გულისხმობდა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ძალების გაყვანას, სანაცვლოდ სომხეთისთვის აზერბაიჯანს ემბარგო უნდა მოეხსნა. აზერბაიჯანის მთავრობამ განაცხადა, რომ მათ ექცევიან, როგორც „დამარცხებულ მხარეს“.[2][1] „კორექტირებული ვადა“ მოიცავდა წინადადებებს, რომლებიც უკავშირდებოდნენ ბოლო პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების გაყვანას და ყველა სახის დაბრკოლებების გაწყვეტას კომუნიკაციებისა და ტრანსპორტირებისათვის; ყველა სხვა საკითხი, რომელიც არ იყო გათვალისწინებული შეთანხმებაში, საბჭოს განცხადებით, უნდა მოგვარებულიყო მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით.

რეზოლუციამ ასევე მოუწოდა ეუთო-ს მინსკის კონფერენციის ადრეულ მოწვევას, რომელის მიზანი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარება, აგრეთვე სთხოვეს გენერალურ მდივნს, ბუტროს ბუტროს-გალის, დაესწროს კონფერენციას და უზრუნველყოს ყველა შესაძლო დახმარება მოლაპარაკებებისთვის. საბჭომ, ასევე ორივე მხარეს მოუწოდა თავი შეიკავონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევებსა და ხელი არ შეუშალონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით.

მიმდინარე რეზოლუცია ასევე პირველი რეზოლუცია იყო კონფლიქტის თემაზე, რომელიც რეგიონის ყველა სახელმწიფოს მოუწოდა თავი შეიკავონ ნებისმიერი მტრული ქმედებებისაგან და ნებისმიერი ჩარევისგან კონფლიქტში, რამაც კონფლიქტის გაფართოება შეიძლება გამოიწვიოს. ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანულ-ირანულ საზღვართან საბრძოლო მოქმედებები დაწყები გამო, ირანის პრეზიდენტმა, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ, ირანის შეირაღებული ძალების ნაწილები განალაგა კონფლიქტურ საზღვრებთან, ზუსტად ამის საპასუხოდ, საბჭომ მიმართა რეგიონის ქვეყნებს თავი შეიკავონ.[3]

რეზოლუციამ, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, ეუთო-ს მინსკის კონფერენციის თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს, პროცესის პროგრესის შესახებ და რეგიონში არსებული მდგომარეობის ყველა ასპექტის შესახებ ანგარიშის ჩაბარება დაავალა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Human Rights Watch/Helsinki (1994). Azerbaijan: Seven years of conflict in Nagorno-Karabakh. Human Rights Watch, გვ. 45. ISBN 978-1-56432-142-8. 
  2. Human Rights Watch organization. ციტირების თარიღი: 12 September 2017.
  3. Croissant, Michael P. (1998). The Armenia-Azerbaijan conflict: causes and implications. Greenwood Publishing Group, გვ. 94–95. ISBN 978-0-275-96241-8. 

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!