ბურკინა-ფასოს ძველი მეტალურგიული ძეგლები — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ბურკინა-ფასოში. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს 2019 წლის 5 ივლისს[1].
აღნიშნული ძეგლი შედგება ხუთი ობიექტისაგან, რომელიც განლაგებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ტერიტორიაზე. მათ შორის უძველესი დურულა დაარსებულია ძვ. წ. VIII საუკუნეში და წარმოადგენს ბურკინა-ფასოში რკინის წარმოების ყველაზე ადრეულ მტკიცებულებას.
დანარჩენი ობიექტებია ტივეგა, იამანე, კინდიბო, ბექუი, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში რკინის წარმოების ნათელ მაგალითს წარმოადგენენ.
ლოროპენი • W-არლი-პენჯარის კომპლექსი • ბურკინა-ფასოს ძველი მეტალურგიული ძეგლები • ტიებელეს სამეფო რეზიდენცია