ბუდა შაკიამუნის ოქროს სადგომი (ყალმ.: Бурхн Багшин алтн сүм) — ბუდისტური ტაძარი ყალმუხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ელისტაში, რუსეთის ფედერაცია. უდიდესი ბუდისტური ტაძარია ევროპაში. აიგო 2005 წლის 27 დეკემბერს.
2004 წლის ნოემბერში XIV დალაი ლამამ ელისტის დატოვების წინ დალოცა მომავალი ტაძრის ადგილი და მისი სახელი დაარქვა 2006 წლის 11 მარტს.
გახსნის ცერემონიას 5 000-მდე ადამიანი დაესწრო მოსკოვის, ვოლგოგრადისა და სარატოვის ტიბეტური ბუდიზმის საზოგადოებების წარმომადგენლების ჩათვლით. ცერემონიაზე ყალმუხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კირსან ილიუმჟინოვმა ტაძარი მიუძღვნა ყალმუხებს, რომლებიც 1943 წელს შეეწირნენ ციმბირში ძალით გადასახლებას.
რესურსები ინტერნეტში