ბოსნია და ჰერცეგოვინის რკინიგზა წარმოადგენს ბოსნია და ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურას.
ინფრასტრუქტურა
2015 წლისთვის რკინიგზის სიგრძე ბოსნიაში ჯამურად 1033 კმ-ს შეადგენს, საიდანაც ელექტროფიცირებულია 392 კმ. რელსებს შორის სიგანე 1435 მმ. სერბთა რესპუბლიკაში რკინიგზას ემსახურება სერბთა რესპუბლიკის რკინიგზა (სერბ.Željeznice Republike Srpske / Жeљeзницe Peпубликe Cpпcкe; შემოკლებით ŽRS / ЖPC; 425 კმ)[1], ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე – ფედერაციის რკინიგზა (ბოსნ.Željeznice Federacije Bosne i Hercegovine; შემოკლებით ŽFBH; 608 კმ)[2]
მეზობელი ქვეყნებიდან ბოსნია და ჰერცეგოვინა რკინიგზით უკავშირდება ხორვატიასა და სერბეთს.
ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა
ბოსნიის ტერიტორიაზე რამდენიმე სარკინიგზო ხაზი აიგო ავსტროუნგრულ პერიოდში. იმ პერიოდში ავსტრია-უნგრეთში სტანდარტულად ითვლებოდა 760 მმ-იანი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა. აგებული იყო ათამდე ხაზი, მათ შორის:
სტაინბაისის ხაზი (ხე-ტყის სამრეწველო კონცერნის სტაინბაისის სახელის მიხედვით, ვისი დაკვეთითაც ააგეს ეს რკინიგზა) – დაახლოებით 400 კმ სიგრძისა, კნინიდანსრნეტიცამდე იყო დაგებული, სრნეტიციდან კი სამად იყოფოდა – პრიედორის, გორნი რიბნიკისა და იაიცეს მიმართულებებზე.[3]