ბიკოლის რეგიონს ადრე იბანლონგი ეწოდებოდა. ზოგიერთი ვერსიით, სახელწოდებოდა წარმოდგება სიტყვებიდან: ibalio - „იმისთვის, რომ სხვა მხარეს მიიტანო“; იბალონი - „ხალხი სხვა მხრიდან“ ან „სტუმართმოყვარე ხალხი“. მდინარე ბიკოლი ესპანურ დოკუმენტებში პირველად 1572 წელსაა მოხსენიებული. რეგიონს მოიხსენიებდნენ როგორც Los Camarines, მას შემდეგ, რაც ესპნაელებმა ალბაიში, კამალინგში ადგილობრივთა ქოხები იხილეს. ბიკოლიში პრეისტორიული განამარხებული ცხოველთა ნაშთებით არ არის აღმოჩენილი და ადამიანთა დასახლების დროც უცნობია. მიიჩნევა, რომ აეტას ხალხი, რომელიც სამხრეთ კამარინესსა და სორსოგონში ცხოვრობს, ცხადყოფს, რომ აბორიგენები დიდი ხნის წინ ცხოვრობდნენ, თუმცა უძველესი ნიმუშები შუა და გვიანი ნეოლითური ხანისაა.[4]
გეოგრაფია
ბიკოლის რეგიონი ფილიპინების არქიპელაგის უდიდესი კუნძულის, ლუსონის სამხრეთ ნაწილს მოიცავს. რეგიონის ფართობი მთელი ქვეყნის ფართობის 5.9%-ს შეადგენს. რეგიონის ტერიტორიის 30.7% საჯარო სატყეო სივრცეებს უკავია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რეგიონი შედგება ექვსი პროვინციისგან: ალბაის, ჩრდილოეთი კამარინესის, სამხრეთი კამარინესის, სორსოგონისა და კუნძულოვანი პროვინციების, კატანდუანესისა და მასტაბესგან.
2015 წლის მონაცემებით, სამხრეთი კამარინესი რეგიონის უდიდესი პროვინცია მოსახლეობისა და ტერიტორიის მიხედვით. მას 5 481.6 კმ² ფართობი უკავია, რაც რეგიონის ტერიტორიის 30.4%-ს შეადგენს. პროვინციის მოსახლეობა 1 952 544 ადამიანია. კატანდუანესი ყველაზე პატარა პროვინციაა. მას 1 511.5 კმ²-ის ფართობი უკავია და მოსახლეობის რაოდენობა 260 964 ადამიანია.
რეგიონში მდებარეობს დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი, ნაგა და ექვსი შემადგენელი ქალაქი: ირიგა, ლეგასპი, ლიგაო, მასბატე-სითი, სორსოგონ-სითი და ტაბაკო. მასბატე და სორსოგონი იმავე სახელწოდების პროვინციებში მდებარეობს.
დემოგრაფია
2015 წლის აღწერით, ბიკოლის რეგიონის მოსახლეობა 5 796 989 ადამიანს ითვლის, რაც 2010-2015 წლებში მოსახლეობის რაოდენობის 1.29%-ით ზრდის აღმნიშვნელია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 320 ადამიანი/კმ²-ზეა.
1970 წელს სამხრეთ კამარინესი ერთადერთი პროვინცია იყო, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც მილიონს მიუახლოვდა. ალბაი, რომელიც სიაში შემდეგია, კამარინესის მოსახლეობის ამ მაჩვენებელს 20 წლის შემდეგ გაუთანაბრდა. მასბატე და სორსოგონი 1970-1980 წლებში მოსახლეობის აღწერისას თანაბარ დონეზე იყვნენ. აღსანიშნავია, რომ 1970-1980-იან წლებში მოსახლეობისგანაწილება და ზრდა ძირითადად იმ ტერიტორიებზე შეიცვალა, რომელიც ნაკლებად იყო დასახლებული, თმცა სოფლის მეურნეობის რესურსების სიდიდით ან/და თევჭერისთვის გამსოადეგი ადგილებით გამოირჩეოდა. კატანდუანესის პროვინცია და მისი მუნიციპალიტეტები 1970-1980 წლებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის ნელი ტემპით ხასიათდებოდა.
1980 წელს ურბანიზაციის პროცესი დაჩქარდა, რასაც ხელი შეუწყო ახლად ჩამოყალიბებულმა ინფრასტრუქტურამ, განსაკუთრებით - რკინიგზამ და გაფანტულ ადგილებში სტრატეგიულ მუნიციპალიტეტებს შორის ვაჭრობის ზრდამ. 1990-იან წლებში ურბანულ ცენტრებში ახალი სამუშაო შესაძლებლობები გაჩნდა, რამაც მიმდებარე მუნიციპალიტეტების ზრდას შეუწყო ხელი. ნაგასა და ლეგასპის ირგვლივ მუნიციპალიტეტები სწრაფი ზრდის ტემპით გამოირჩეოდა.
რელიგია
რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი რომაული კათოლიციზმის მიმდევარია. ბიკოლის რეგიონის რელიგიური ცენტრი ქალაქი ნაგაა, სადაც ფილიპინებში უძველესი დიოცეზი მდებარეობს. სხვა დიოცეზები მდებარეობს ლაგასპიში, სორსოგონში, დაეტში, მასბატეში, ლიბმანანსა და ვირაკში. მრველის ყოველწლიური დღესასწაულია Fiestas patronales, რომელიც მოსავლის ქალთმერთის ეძღვნება.
კულტურა
ბიკოლის სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტები წიწაკისა და ქოქოსის რძე (gata). ცნობილი კერძია gulay na lada. მეზობელი რეგიონების მსგავსად ბიკოლელები თვლიან, რომ ოჯახის შემოსავლების პირველადი წყარო მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. რეგიონის მცხოვრებლები ძალიან რელიგიურები არიან.
ინფრასტრუქტურა
რკინიგზა და ხიდები
მატონგი - სანტა მაგდალენა - ბულუსანის რკინიგზა მატონგის, სანტა მაგდალენსა და ბულუსანის რკინიგზის გასაუმჯობესებელი პროექტია, რომელიც სორსოგონის პროვინციაში სანაპირო ბარანგაიებს აკავშირებს. რკინიგზა მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობებთან მისვლას აადვილებს. პროექტი 2015 წლის 6 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის 20 ივლისს დასრულდა.[5]
ეკონომიკა
ბიკოლის რეგიონის ეკონომიკის წამყვანი სფერო სოფლის მეურნეობაა. რეგიონის ხუთი მთავარი პროდუქტი თევი, სართავი ბანანი, ქოქოსი, ბანანი, ყავა და ჯეკფრუტია. სეზონურ მარცვლეულს მიეკუთვნება ბრინჯი და სიმინდი. რეგიონის ეკონომიკის ნაწილია ნახშირის მოპოვებაც. კომერციული თევზჭერა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დიდი მანილის თევზის ბაზრებსაც ამარაგებს.[6]
ტურიზმი
რეგიონის ტურისტული ინდუსტრიის ზრდას ხელს უწყობს ტურისტული დანიშნულების ადგილები: მაიონი, კამსურის საწყლოსნო სპორტული კომპლექსი და ა.შ. ქალაქ ნაგაში კოლონიური ეპოქის ტაძრები მდებარეობს, რომელიც მომლოცველ ტურისტთა დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.[7][8][9]
დაეტის მუნიციპალიტეტი და კატანდუანესი სერფინგის მოყვარულთათვის ტურისტული დანიშნულების მთავარ ადგილს წარმოადგენს.[10] ქალაქ ლეგასპში სამხრეთ ლუსონის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა რეგიონში ტურისტთა რაოდენობის ზრდას ისახავს მიზნად.
განათლება
1945 წლიდან 2011 წლამდე ფილიპინებში დაწყებითი განათლების ექვსწლიანი (სასწავლებელში 6 წლიდან მიიღებოდნენ) და საშუალო განათლების 4 წლიანი პროგრამა (მიიღებოდნენ 12 წლიდან) მოქმედებდა. შემდგომი საფეხურის განათლების მიღება ტექნიკურ სკოლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში იყო შესაძლებელი.
2011 წელს განათლების სამინისტროს ბრძანებით ქვეყანაში 10 წლიანი სასწავლო პროგრამიდან 12 წლიან სასწავლო პროგრამაზე გადასვლის პროცესი დაიწყო. 12 წლიანი სასწავლო სისტემა ამჟამად სავალდებულოა. გარდამავალი პერიოდი 2017-2018 სასწავლო წელს დასრულდა, როდესაც ახალი საგანმანათლებლო სისტემით პირველმა სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს.[11]