მოცემულ სიაში წარმოდგენილია ანიმაციური სერიალის „ბივისი და ბატ-ჰედი“ ეპიზოდების სია და მათი მოკლე აღწერა. სერიალის პირველი სერიები პირველად გამოჩნდა 1992 წელს, როდესაც მაიკ ჯაჯის მიერ წარდგენილი იქნა ორი ეპიზოდი - Frog Baseball და Peace, Love & Understanding. ისინი ნაჩვენები იქნა ტელეარხ Liquid Television-ის ეთერში.
ბივისი და ბატ-ჰედი მიდიან მანქანების რალიზე. ეპიზოდში პირველად ჩნდება მათი მასწავლებელი - დეივიდ ვან დრისენი.
ვან დრისენი კლასს აძლევს დავალებას, შეკრიბონ შესაწირი საქველმოქმედო ფონდისათვის.
ბივისი და ბატ-ჰედი გადაწყვიტავენ, ჩააბარონ სისხლი, იმ იმედით, რომ ამისათვის ფულს მიიღებენ.
ბივისი და ბატ-ჰედი ცირკში მახინჯების შოუს ესწრებიან მახინჯების შოუს.
ბივისი და ბატ-ჰედი ალაგებენ მისტერ ანდერსონის სახლს. მისი არყოფნისას, ისინი ანადგურებენ ჩანაწერების იშვიათ კოლექციას.
ბივისისა და ბატ-ჰედის მექსიკიდან დაბრუნება
ბივისი და ბატ-ჰედი მიდიან ღია კინოთეატრში.
ბივისსა და ბატ-ჰედს უკრძალავენ სიცილს სპეციალურ გაკვეთილზე, სადაც საუბრობენ სექსზე.
ბივისი და ბატ-ჰედი კრიჭავენ მისტერ ანდერსონის ბაღში მდგარი ხის კენწეროს.
ბივისი და ბატ-ჰედი ესტუმრებიან სტიუარტს და უყურებენ ტელევიზორს, მაგრამ მოგვიანებით მთელ სახლს არევენ.
მისტერ ვან დრისენის დავალებით ბივისი და ბატ-ჰედი კლასში წერენ ჰაიკუს სტილის ლექსებს.
ბივისი და ბატ-ჰედი ყიდულობენ გაყინულ იოგურტს. როდესაც ისინი ითხოვენ მის უკან დაბრუნებას და არაფერს მიიღებენ, ისინი სუპერმარკეტზე შურს იძიებენ.
ბივისი და ბატ-ჰედი ესტუმრებიან ტირს.
ბივისი და ბატ-ჰედი ჩაეწერებიან აშშ-ს სამხედრო ძალებში.
მეგობრები ცდილობენ კომედიურ სკეტჩების გათამაშებას.
აკრძალული სცენები - ბივისის მიერ შენობის დაწვა.
მეგობრები შიშობენ, რომ მათ ვიღაც მოკლას, ამიტომ გადაცმულები დადიან.
მეგობრები იტაცებენ სტიუარტს და ემუქრებიან მის მშობლებს.
ამოჭრილი სცენები - ცეცხლის სცენები, დიდი რაოდენობით.
სტიუარტის გატაცების ისტორიის გაგრძელება.
ქალაქში მოსალოდნელია ტორნადო.
მეგობრები ციხეში.
ბივისი და ბატ-ჰედი მონაწილეობენ ჭამის კონკურსში.
ბივისი და ბატ-ჰედი ბაზკატის დავალებით მიდიან მაღაზიაში, სპორტული ინვენტარის შესაძენად.
სპერმის გაყიდვის სერვისის შესახებ. ორეული ცდილობს აქედან სარგებელი ნახოს.
სკოლაში სტუმრად მოდის ბილ კლინტონი. დირექტორი მაკ-ვიკერი ცდილობს, მას აარიდოს ორეულთან შეხვედრა (გაგრძელება).
ორეულის თავგადასავალი ბოულინგის კლუბში.
აკრძალული სცენები - ასაფეთქებელით სავსე ბოულინგის ბურთის მოხვედრა შენობაში.
ბივისი და ბატ-ჰედი ანგრევენ ბურგერ-უორლდს.
ორეულის დრამატული ვიზიტი ბანკში.