ბაშკირეთის ტურიზმი — ტურიზმის განვითარებას ბაშკირეთში ხელს უწყობს უნიკალური გეოგრაფიული ობიექტების, ისტორიული, კულტურული და ხელოვნების ძეგლების სიმრავლე და განვითარებული ინფრასტრუქტურა.
ტურისტული ინდუსტრიის განვითარების ისტორია
ბაშკირეთის რესპუბლიკაში ორგანიზებულ ტურიზმს მართავდნენ შემდეგი ორგანიზაციები: 1929 წლიდან — პროლეტარული ტურიზმის ბაშკირული საზოგადოება, 1937 წლიდან — ბაშკირეთის ასსრ სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის უმაღლესი საბჭო, 1960 წლიდან — ტურისტული ოპერატიული ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაცია, 1995 წლიდან — ბაშკირეთის რესპუბლიკის ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი (Goskomsportturizm), 2000 წლიდან — ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმის სააგენტო, შემდეგ — ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და მეწარმეობის სახელმწიფო კომიტეტი.[1]
ამჟამად მოქმედებს ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტი — რესპუბლიკური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ტურიზმის, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების, დარეგულირების და მხარდაჭერის სფეროში.
1977 წელს, კუგარჩინსკის რაიონის სოფელ მურადიმთან ჩატარდა ქვეითად მოსიარულე ტურისტების გაერთიანებული რალი;
1985 წელს, იშიმბეის რაიონის სოფელ მაკაროვას მახლობლად— სპელეოტურისტთა II შეკრება;
1989 წელს სპელეოტურისტთა გაერთიანებული შეჯიბრებები ჩატარდა კინდერლის გამოქვაბულის მიდამოში (გაფურის რაიონი).
1997 წელს ბაშკირეთის რესპუბლიკის ტურისტული და სპორტული კავშირის ეგიდით გაიხსნა უფაში გაიხსნა ტურიზმის მუზეუმი. [2][3] .
ტურისტული რესურსები
ტურიზმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაშკირეთის ეკონომიკაში. მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაფტების გამო, ბაშკირეთს მეორე შვეიცარიას უწოდებენ, თუმცა აღნიშნავენ ნაკლოვანებებს, რომელთა შორისაა ტურიზმის არასაკმარისი განვითარება. ბაშკირეთის ტურისტულ რესურსებს წარმოადგენს უფას, სტერლიტამაკის, იშიმბაის, სალავათის და ა.შ. ქალაქების კულტურისა და ხელოვნების ძეგლები; დაახლოებით 300 კარსტულიმღვიმე; 600 მდინარე, მათ შორის, ყველაზე დიდი მდინარე ბელაია; 800 ტბა; ევროპის უძველესი მთის წარმონაქმნები — ურალის მთების ქედები, მათ შორის, რესპუბლიკის უმაღლესი მწვერვალი — მთა იამანთაუ; სამი სახელმწიფო ნაკრძალი ("შულგან-ტაში", ბაშკირსკის ნაკრძალი, სამხრეთ ურალის ნაკრძალი) და ეროვნული ბუნებრივი პარკი ("ბაშკირია").[4]
რესპუბლიკაში მრავალი განსხვავებული ხასიათისა და სირთულის მარშრუტებია: სპორტული ჯომარდობა, სამთო ერთდღიანი და მრავალდღიანი მარშრუტები, ველო ბილიკები, ბუნებრივი კლდეები კლდეზე ცოცვისთვის, მოსახერხებელი ბილიკები ცხენოსნობისთვის.
ტბებსა და წყალსაცავებზე მოქმედებს ათობით ტურისტული ბაზა და სანატორიუმი.
ამჟამად ბაშკირეთში ფუნქციონირებს 31 სანატორიუმი ("ასი", "ტალკასი", "იანგან-ტაუ", "კრასნოუსოლსკი", "ჩეხოვო" და ა.შ.), რომელთაგან თითოეულს აქვს სამკურნალო წყლების და ტალახის უნიკალური წყაროები, კუმისის მკურნალობის, ჰიპოთერაპიის მიმართულებებით და ა.შ.
სათხილამურო კურორტები მდებარეობს აბზაკოვოში, ბანომის ტბაზე და სხვა ადგილებში.
უნიკალური გამოქვაბულებია: შულგან-ტაშიპალეოლითის ეპოქის კლდის მხატვრობით, სალავატსკაიას გამოქვაბული და ა.შ.
ირემელის მთების მასივი წმინდა ადგილად ითვლება. შიხანის მთები: ტრათაუ, შახთაუ, იურაქთაუ და კუშთაუ კირქვის კლდეებისგან შექმნილი ყოფილი მარჯნის რიფებია.
პავლოვის წყალსაცავი ზამთარში და ზაფხულში ექსტრემალური დასვენების შესაძლებლობებს იძლევა. რესპუბლიკაში უამრავ ტურისტს იზიდავს ჩანჩქერები ატიში, გადელშა, შარლამა და სხვა.[5]
ბაშკირეთში მოქმედებს მართლმადიდებლური ეკლესიები და მონასტრები, მრავლადაა მართლმადიდებელ მორწმუნეთა პილიგრიმობის ადგილები.მუსლიმური მეჩეთები, მათ შორის სუფიური მეჩეთი კანტიუკოვკაში, მორწმუნე მომლოცველებისთვის.
ინფრასტრუქტურა
ბაშკირეთში განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა სასტუმროების, ტურისტული კლუბების, ავიაციის, საავტომობილო, წყლის, საცხენოსნო ტრანსპორტის, მთის კურორტებზე და სათხილამურო ზონებში საბაგირო გზების სახით.[6][7][8]
Реестр особо охраняемых природных территорий Республики Башкортостан. Уфа, 2006.
Республика Башкортостан — путеводитель. — Уфа: Скиф, 2010. — 264 с.
Синенко С. Г. Город над Белой рекой. Краткая история Уфы в очерках и зарисовках. 1574—2000 / С. Г. Синенко. — Уфа, 2002.
Узиков Ю. А. Исторические памятники Уфы / Ю. А. Узиков.- Уфа, 1999.
Ширгазин А. Р. Православные храмы Башкирии: история и архитектура. Каталог-справочник / А. Р. Ширгазин. — Уфа, 1995.
Экономика Башкортостана: Учебник для вузов и ссузов / Под общ. ред. Х. А. Барлыбаева, 2-е изд., перераб. и доп. Уфа, 2003. 563 с. გვ. ISBN 5-85051-268-3
Газета "Выбор" №118-119 (10044-10045) от 11.08.2015. Статья "Край тысячи озёр".